სამუშაო ადგილი: სადგურის მოედანი N2
სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 სთ-დან 18:30 სთ-მდე.
ანაზღაურება: 1800 ლარი
ძირითადი მოვალეობა:
** საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
** აწარმოებს ბაზრისა და მომწოდებლების კვლევას, შესყიდვის ობიექტის ოპტიმალური ხარისხისა და ფასის მისაღებად, სამუშაოს შესრულების ან საქონლის მიწოდების ვადების, ხარისხისა და ფასის შესწავლის მიზნით;
** უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაციის და საჭირო დოკუმენტაციის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარდგენას;
** ამზადებს ხელშეკრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტებს და უზრუნველყოფს მის გაფორმებას და ხელმოწერას ორივე მხარის მიერ;
** მონიტორინგს უწევს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და შეუსრულებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ახდენს შესაბამისი პირის ინფორმირებას;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში;
** უმაღლესი განათლება საფინანსო-ეკონომიკურ, მენეჯმენტის ან სამართლის სფეროში;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** დარწმუნების, ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:
** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე;
** გასაუბრება
დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ ღილაკს