სერვისცენტრის გაყიდვების ოპერატორი ბათუმში

გამოქვეყნებულია ივლისი 19, 2024 / ძალაშია აგვისტო 19, 2024

სამუშაო გრაფიკი: სრული

 

 

ძირითადი მოვალეობები: 

·        სერვისცენტრის კლიენტებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა;

·        კლიენტებისათვის პროდუქტებზე/მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება და მათი საჭიროების ანალიზი და კონსულტაცია;

·        არსებული პროდუქტების გაყიდვა;

·        კლიენტების მაღალი სტანდარტით მომსახურება.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·        სასურველია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;

·        ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;

·        MS პროგრამების ცოდნა.

 

 

უნარ–ჩვევები: 

·        სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

·        მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;

·        დეტალებზე ორიენტირებულობა;

·        კომუნიკაციის უნარი;

·        გუნდური მუშაობა;

·        მონაცემთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი.

 

 

კანდიდატთა შერჩევა: 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს: 

-              ინდივიდუალური გასაუბრება;

-              მოსამზადებელი ეტაპი 2 კვირა.

 

დაინტერესების შემთხვევაშიშეავსეთ განაცხადიატვირთეთ CV და დააჭირეთ 

ღილაკს „გაგზავნა“.

განაცხადი
ფაილის არჩევა..

ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge.