სახლიდან სახლში

 

„სახლიდან სახლში“ სერვისის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის გზავნილის სახლიდან გაუსვლელად გაგზავნა, მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

მომსახურების მისაღებად დარეკეთ ნომერზე (32) 2 24 09 09, ან შევსებული განაცხადის ფორმა განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ფოტოსთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე services@gpost.ge, ან ვებ გვერდზე www.gpost.ge ციფრული შეკვეთის გზით. ჩვენი თანამშრომელი მიიღებს თქვენს შეკვეთას, რომლის საფუძველზეც კურიერი განახორციელებს აღნიშნული შეკვეთის შესრულება, მოგაკითხავთ მისამართზე და უზრუნველყოფს თქვენი გზავნილის შესაბამისი ადრესატისთვის გადაცემას.

 

 

სერვისით სარგებლობა შეუძლია სრულწლოვან ფიზიკურ პირს, ასევე ნებისმიერ სამართლებრივ წარმონაქმნს, მიუხედავად იმისა გაფორმებული აქვს თუ არა მას ხელშეკრულება „საქართველოს ფოსტასთან“. ამასთანავე გზავნილის ადრესატი შესაძლებელია იყოს როგორც ფიზიკური პირი, ისე იურიდიული პირი და/ან ნებისმიერი სამართლებრივი წარმონაქმნი.

 

გზავნილის შიგთავსი შეიძლება იყოს ნებისმიერი საგანი, თუ მისი გაგზავნა/მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტებსა და „საქართველოს ფოსტის“მიერ დადგენილ წესებს. 

·  გზავნილის მაქსიმალური წონა არ უნდა აღემატებოდეს 15 კგ-ს, ხოლო ზომა არ უნდა აჭარბებდეს - 1მX1მX1მ.

·  გზავნილის ღირებულება გამოითვლება მისი წონის მიხედვით.

·  გზავნილის გაგზავნის ღირებულების გადახდა შესაძლებელია როგორც მისი გაგზავნისას - გამგზავნის მიერ, ასევე ადრესატის მიერ - გზავნილის მისთვის ჩაბარებისას (გზავნილი ფასდადებით).

·  გზავნილის სათანადოდ შეფუთვაზე პასუხისმგებელია გამგზავნი. მან უნდა უზრუნველყოს გზავნილის იმგვარი შეფუთვა, რომ არ მოხდეს მისი შიგთავსის, აგრეთვე მასთან ერთად გადასაზიდი სხვა გზავნილების დაზიანება (მათ შორის დასველება; გაფუჭება) ტრანსპორტირების დროს. გზავნილის შეფუთვის წესები ხელმისაწვდომია ბმულზე

 

დამატებითი სერვისები

 

·  გზავნილის გადამისამართების სერვისი - გულისხმობს გზავნილის ადრესატის მონაცემების, კერძოდ: სახელის, გვარის, დასახელების (იურ. პირის შემთხვევაში), მისამართის ცვლილებას, ან ამ ველებში ნებისმიერი მონაცემის დამატებას ან გამოკლებას.

· ინფორმაციის გაცემა საფოსტო მომსახურების განხორციელების ფაქტის დადასტურების შესახებ გულისხმობს მომხმარებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მისთვის ამავე ფორმით ინფორმაციის მიწოდებას ჩაბარებული გზავნილის  შესახებ.

· პირადად ადრესატისთვის ჩაბარება - გულისხმობს გზავნილის მხოლოდ იმ პირისთვის ჩაბარებას, ვისზეც დამისამართებულია იგი. გზავნილი ასევე შეიძლება ჩაბარდეს ნებისმიერ სხვა პირს, თუ ის წარმოადგენს ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას გაცემულს ადრესატის მიერ, სადაც  გამოხატული იქნება ადრესატის ნება ასეთი გზავნილის მინდობილობაში აღნიშნული პირისთვის ჩაბარების შესახებ.

 

ტარიფები ადგილობრივ გზავნილებზე  „სახლიდან - სახლში“

 

სერვისის სახეობა

წონა(კგ)

ფასი

(ლარებში)

სტანდარტული

3.5კგ-მდე

14,60

3.5-10კგ-მდე

19,00

10-15კგ-მდე

27,60

სასწრაფო

(12/12)

3.5კგ-მდე

26,50

3.5-10კგ-მდე

33,40

10-15კგ-მდე

48,30

 

 

 

დამატებითი სერვისის სახე

ფასი (ლარებში)

 
 

პირადად ადრესატისთვის ჩაბარება

გზავნილის გაგზავნის ღირებულებას + ამ ღირებულების  30%

 

ინფორმაციის გაცემა საფოსტო მომსახურების განხორციელების ფაქტის დადასტურების შესახებ (ცნობა)

ფიზიკური პირისათვის - 7.5 ლარი 1 თვიან პერიოდზე ან 5 გზავნილზე (დოკუმენტი ბარდება ს/ც-ში)

იურიდიული პირისათვის - 7.5 ლარი - 15 დღიან პერიოდზე ან 5 გზავნილზე (დოკუმენტი ბარდება ადრესატის მისამართზე)

 

გადამისამართება

ადრესატის მისამართის ცვლილება - 3 ლარი

 

ადრესატის ვინაობის (სახელის/გვარის ან სახელწოდების)  ცვლილება - 1 ლარი

 

არასტანდარტული გადამისამართება - 4 ლარი

 

გზავნილის არქივიდან გამოთხოვა

2 ლარი

 

 

 

 

1. აკრძალვები და შეზღუდვები გზავნილის შიგთავსის მიმართ

 

1.1. გზავნილით აკძალულია შემდეგი საგნების, ნივთიერებების, ცხოველების, პროდუქტების ან მასალების გაგზავნა:

1.1.1. არააღჭურვილი ფეთქებადი მოწყობილობები და საბრძოლო მასალები, მათ შორის არააღჭურვილი ყუმბარები, ჭურვები და სხვა ანალოგიური საგნები, აგრეთვე ასეთი მოწყობილობებისა და საგნების მულაჟები;

1.1.2.  რადიაქტიური ნივთიერებებ;

1.1.3.  ფეთქებადი, აალებადი, ტოქსიკური, ბიოლოგიური, ინფექციური და სხვა საშიში ნივთიერებები;

1.1.4.  საგნები, რომლებსაც კავშირი აქვს პედოფილიასა და ბავშვთა პორნოგრაფიასთან;

1.1.5. ნარკოტიკები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის განსაზღვრების შესაბამისად, ან სხვა უკანონო ნივთიერებები;

1.1.6.  უხამსი და ამორალური ხასიათის საგნები.

1.1.7.  კონტრაფაქტული ან მეკობრული საგნები;

1.1.8.  საგნები, რომლებიც თავისი ხასიათით ან შეფუთვით შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს შპს „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლებისთვის, საშუალებებისთვის ან მოსახლეობისათვის, ასევე საგნები, რომლებიც შეიძლება აბინძურებდეს ან აფუჭებდეს სხვა გზავნილებს, კომპანიის მოწყობილობებს ან მესამე პირის საკუთრებას;

1.1.9.  ცოცხალი ცხოველები; 

1.1.10. გზავნილები, რომლებიც იგზავნება თაღლითობის ხელშესაწყობად ან გადასახდელი თანხის სრულად გადახდის თავიდან აცილების მიზნით.

2. გასაგზავნი გზავნილის შეფუთვის წესები

 2.1.      გზავნილი შპს „საქართველოს ფოსტას“ გადაეცემა დახურული სახით. ამასთან, კომპანიას უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი გახსნა და შიგთავსის დათვალიერება.

2.1.1. გზავნილის სათანადოდ შეფუთვაზე პასუხისმგებელია გამგზავნი. მან უნდა უზრუნველყოს გზავნილის იმგვარი შეფუთვა, რომ არ მოხდეს მისი შიგთავსის, აგრეთვე მასთან ერთად გადასაზიდი სხვა გზავნილების  დაზიანება (მათ შორის დასველება; გაფუჭება) ტრანსპორტირების დროს.

2.2.    გზავნილი უნდა შეიფუთოს იმგვარად, რომ არ დაიფაროს მასზე დატანილი ინფორმაცია. შეფუთვის ზედაპირი უნდა იძლეოდეს მასზე მისამართის ან ტრანსპორტირებისთვის  საჭირო სხვა იარლიყების/შტამპების დაკვრის/დატანის საშუალებას.

2.3.    გზავნილის შესაფუთად რეკომენდირებულია გამოყენებულ იქნას :

·        ამანათებისთვის - ხის, ფანერის, პოლიმერული, პენოპლასტის - მყარი ყუთები;

2.4. გამგზავნის მიერ გზავნილის შეფუთვა  უნდა განხორციელდეს მისი წონის, ფორმის და შიგთავსის მასალისა და ხასიათის (თხევადი; მსხვრევადი; მყარი და ა.შ.) მიხედვით, ასევე გზავნილის ტრანსპორტირების ხანგრძლივობის გათვალისწინებით.

2.5.    გზავნილი უნდა იყოს შეფუთული იმაზე გათვლით, რომ:

·        გაუძლოს დიდ მანძელზე ტრანსპორტირებას;

·        მრავალჯერად გადატვირთვას ან  დამუშავებას, დახარისხებას;

·        კლიმატის, ტემპერატურის  და  წნევის ცვალებადობას.

·        ფიზიკურ ზემოქმედებას, ზეწოლას, ვიბრაციას, რყევას.

2.6. გზავნილის  სათანადოდ შეფუთულად ითვლება მაშინ, თუ იგი  80 კგ-ის ზეწოლისა და/ან 80 სმ სიმაღლიდან მყარ ზედაპირზე თავისუფალი ვარდნის შემდეგ  დაუზიანებელი რჩება.

2.7.    მეორადი შესაფუთი მასალის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასზე სათანადოდ წაშლილია ყველა ძველი შტრიხკოდი, მისამართი თუ სხვა ტიპის ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომელი, გზავნილის დახარისხების და/ან მისი ადრესატისთვის ჩაბარებისას.

2.8. გამგზავნის მიერ შესაფუთი მასალის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს გზავნილის შიგთავსის სახეობა/თვისებები, მისი წონა და ფორმა. შესაფუთმა მასალამ და შიგთავსის სწორად შეფუთვამ უნდა უზრუნველყოს მისი დაცვა და მთლიანობის შენარჩუნება ტრანსპორტირებისას (მაგ. ყუთში სიცარიელის დატოვების შემთხვევაში, ის შესაძლოა დაიპრესოს/დაიჩუტოს, ხოლო ზედმეტად სავსე ყუთი - პირიქით, შინაგანი ზემოქმედების შედეგად გასკდეს).

2.9. თუ გზავნილში  რამოდენიმე ნივთია მოთავსებული,  აღნიშნული ნივთები უნდა შეიფუთოს ცალ ცალკე და ამის შემდეგ მოხდეს მათი მყარად განთავსება გასაგზავნ შეფუთვაში.

2.10.     მნიშვნელოვანია, რომ გზავნილის რყევის შემთხვევაში, მასში მოთავსებული ნივთები არ  მოძრაობდეს. შიგთავსის მოძრაობის შესაზღუდად, გზავნილის შიგნით რეკომენდებულია გამოყენებულ იქნას შემდეგი შემავსებელი მასალები :

·        მუყაო;

·        გაზეთი;

·        ჰაერ-ბუშტოვანი ცელოფანი;

·        პოროლონის ღრუბელი;

·         პენოპლასტი;

·        კრაფტის ქაღალდი;

2.11.        გზავნილი ყველა მხრიდან მყარად უნდა იყოს დახურული, რათა გამოირიცხოს  ტრანსპორტირებისა და  დამუშავების პროცესში გზავნილიდან ნივთის გადმოვარდნა. ამ მიზნით, გამგზავნმა უნდა დაიცვას შემდეგი წესები:

2.11.1.    ყუთის  გამოყენებისას, გზავნილის დალუქვა უნდა მოხდეს, მინ. 5სმ-იანი თვითწებადი ლენტის, მთელი გზავნილის ირგვლივ, არანაკლებ სამჯერადი  შემოტარებით. 

2.12.        შიგთავსის სახეობის მიხედვით გზავნილის შეფუთვისას, დაცული უნდა იყოს შეფუთვის შემდეგი  წესები:

2.12.1.    სითხე ან ისეთი ნივთიერება, რომელიც ადვილად იქცევა სითხედ, უნდა მოთავსდეს ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში/პლასტმასის ბოთლში, რომელიც უნდა მოთავსდეს მყარ ყუთში, ყუთი ამოვსებული უნდა იყოს შესაბამისი დამცავი მასალით  რომელიც კონტეინერის/პლასტმასის ბოთლის დაზიანების შემთხვევაში მთლიანად შეიწოვს სითხეს.

2.12.2.    ცხიმის შემცველი ნივთიერებები, რომლებიც ადვილად არ გადაიქცევა სითხედ, როგორიცაა საცხები, ნახევრად თხევადი საპონი, ფისი და სხვა, პირველადი შესაფუთი მასალით (ყუთი, ნაჭრის ტომარა, პლასტმასის კონტეინერი და სხვ.) უნდა მოთავსდეს მყარ ყუთში იმგვარად, რომ თავიდან იქნას აცილებული შიგთავსის გაჟონვა.

2.12.3.    მშრალი საღებავი ფხვნილები, როგორიცაა მეთილენის ლურჯი და სხვა, დაიშვება მხოლოდ ჰერმეტულად დახურულ ლითონის ყუთებში, რომლებიც თავის მხრივ განთავსებული უნდა იქნას შესაბამისი შემწოვი და დამცავი მასალით ამოვსებულ მყარ ყუთებში.

2.12.4.    მშრალი არასაღებავი ფხვნილები უნდა განთავსდეს მყარ კონტეინერებში (ყუთი, ტომარა), რომლებიც თავის მხრივ განთავსდება მყარ ყუთებში.

2.12.5.    მინისგან დამზადებული ან სხვა მსხვრევადი/მტვრევადი ნივთები უნდა შეიფუთოს ჰაერ-ბუშტოვანი ცელოფნით, ქსოვილით ან სხვა მსგავსი შესაფუთი მასალით და მოთავსდეს მყარ ყუთში, რომელიც ამოვსებული იქნება შესაბამისი დამცავი მასალით, რათა ტრანსპორტირების პროცესში თავიდან იქნას აცილებული ნივთსა და ყუთის კედლებს შორის ხახუნი, ხოლო თუ გზავნილში რამდენიმე ნივთია - ასევე ამ  ნივთებს შორის ხახუნი.

2.12.6.    წვეტიანი ან ბასრი ნივთები უნდა განთავსდეს მყარ ყუთში, ხოლო თავად ყუთში -  წვეტიანი და ბასრი ნაწილები უნდა შეიფუთოს ისეთი მასალით (ჰაერ-ბუშტოვანი ცელოფანი, თვითწებადი ლენტი და ა.შ.), რომელიც უზრუნველყოფს როგორც თავად ამ ნივთის უსაფრთხოებას ტრანსპორტირების დროს, ასევე  ყუთის შესაძლო დაზიანების  შემთხვევაში - დაიცავს სხვა გზავნილებს დაზიანებისგან.  

 

3. გამგზავნის პასუხისმგებლობის მოცულობა და მისი გამომრიცხავი გარემოებები

 

3.1. გამგზავნს პასუხისმგებლობა ეკისრება შპს „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლის სხეულის დაზიანების, სხვისი საფოსტო გზავნილების  ან/და  შპს „საქართველოს ფოსტის“ ქონების დაზიანების გამო, თუ აღნიშნულის მიზეზი გახდა გამგზავნის მიერ:

ა) აკრძალული საგნების გაგზავნა;

ბ) დადგენილი წესების დარღვევით გზავნილის შეფუთვა;

3.2.  გამგზავნის პასუხისმგებლობა არ გამოირიცხება იმ შემთხვევაშიც, თუ შპს „საქართველოს ფოსტა“ გასაგზავნად მიიღებს გზავნილს, რომელიც შეიცავს აკრძალულ საგნებს, ან შეფუთულია დადგენილი წესების დარღვევით.

3.3.  თუ გამგზავნი დაიცავს გზავნილის გაგზავნისთვის დაწესებულ ყველა პირობას, ის პასუხს არ აგებს იმ ზიანზე, რომელიც წარმოიშვება შპს „საქართველოს ფოსტის“ ბრალით, გზავნილის დამუშავების ან/და მისი ტრანსპორტირების დროს.

4. შპსსაქართველოს ფოსტისპასუხისმგებლობის მოცულობა და მისი გამომრიცხავი გარემოებები

 

4.1. შპს „საქართველოს ფოსტის“ პასუხისმგებლობის მოცულობა მომხმარებლის წინაშე განისაზღვრება იმ პირდაპირი მატერიალური ზიანით, რომელიც მისი ბრალით  (განზრახვით ან დაუდევრობით) იქნება  გამოწვეული, მაგრამ არაუმეტეს დადგენილი მაქსიმალური ზღვარისა. ამასთან, მატერიალურ ზიანში არ იგულისხმება მომხმარებლის არაპირდაპირი ზარალი, მათ შორის მიუღებელი შემოსავალი.

4.2.  შპს „საქართველოს ფოსტა“  მატერიალურ პასუხისმგებლობას იღებს იმ ზიანზე, რომელიც წარმოიშვება მისი ბრალით, გზავნილის:

  •         დაკარგვით;

  •      ისეთი გარეგანი დაზიანებით, რომელიც იწვევს მისი შიგთავსის მთლიან ან ნაწილობრივ დაზიანებას. ამასთან, თუ ასეთი დაზიანება აღმოჩენილია მისი ადრესატისთვის გადაცემამდე, ან უშუალოდ მისი გადაცემის დროს, ხოლო გზავნილის ადრესატისთვის ჩაუბარებლობის შემთხვევაში - მისი გამგზავნისთვის ჩაბარებამდე ან უშუალოდ მისი ჩაბარების მომენტში.

  •         შიგთავსის ნაწილობრივი დაკარგვით;

  •         კომპანიის შეცდომით უკან, გამგზავნისათვის დაბრუნებით;

4.3.  გზავნილი დაკარგულად ითვლება, თუ მის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა პრეტენზიის მიღებიდან 15 (თხუთმეტ) სამუშაო დღეში.

4.4.   შპს „საქართველოს ფოსტის“ პასუხისმგებლობა  გამოირიცხება:

4.4.1. თუ გზავნილი ჩაბარებულია შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად;

4.4.2. იმ გზავნილების მიმართ, რომელთა ადრესატისათვის ჩაუბარებლობის მიზეზი გახდა გამგზავნისგან მიღებული არასწორი (არასრულყოფილი) ინფორმაცია.

4.4.3.  დაუძლეველი ძალით გამოწვეული გარემოებების  დადგომის შემთხვევაში;

4.4.4. შემთხვევებში, როცა შპს „საქართველოს ფოსტას“ არ შეუძლია განახორციელოს გზავნილების აღრიცხვა, სამსახურეობრივი დოკუმენტების დაუძლეველი ძალის  შედეგად  განადგურების გამო;

4.4.5.  თუ გზავნილის დაკარგვა, გარეგნული დაზიანება ან წონის სხვაობა გამოწვეულია გამგზავნის ბრალით ან დაუდევრობით (მათ შორის არასათანადო შეფუთვით) ან შიგთავსის  თვისებებით;

4.4.6.  იმ  გზავნილის მიმართ, რომელიც შეიცავს  გასაგზავნად აკრძალულ საგნებს;

4.4.7. იმ გზავნილის მიმართ, რომლის გაგზავნაც დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებული პირობით, ასეთი პირობის დაუცველობის შემთხვევაში.

4.4.8.  მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, სახელმწიფო ორგანოების მიერ   გზავნილის დაკავების, განადგურების  ან მისი კონფისკაციის შემთხვევაში;

4.4.9.  თუ ანაზღაურების მიღების მიზნით გამგზავნი არაკეთილსინდისიერად მოქმედებს;

4.4.10. თუ მომხმარებელმა რეკლამაციით არ მიმართა შპს „საქართველოს ფოსტას“ გზავნილის გაგზავნის დღის მომდევნო დღიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში;

4.4.11. იმ გზავნილების დაზიანებაზე, რომელთა შიგთავსი არის მსხვრევადი საგნები (მათ შორის: ეკრანი, ჭურჭელი, ჭაღი, ბრა, სუნამო, მინის ნებისმიერი ნაკეთობა და სხვა);

4.4.12. თუ გზავნილი გარეგნულად დაზიანებულია, თუმცა ასეთმა დაზიანებამ არ გამოიწვია  მისი შიგთავსის დაზიანება;

4.4.13. თუ გზავნილი გარეგნულად დაზიანებული არ არის, შიგთავსი კი მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებულია.

4.5. გზავნილის დაკარგვის ან გარეგნული დაზიანების შემთხვევაში, „საქართველოს ფოსტა“  ანაზღაურებს ზიანს შემდეგი ოდენობით:

4.5.1. გზავნილის დაკარგვისას ან მისი გარეგნული დაზიანების გამო შიგთავსის მთლიანად განადგურების შემთხვევაში - გზავნილის გაგზავნის ღირებულებას + თითოეულ კილოგრამზე 5 (ხუთი) ლარი.

4.5.2.  გზავნილის ისეთი გარეგნული დაზიანების შემთხვევაში, რომელიც იწვევს  შიგთავსის ნაწილობრივ დაზიანებას ან დაკარგვას - დაზიანებული ან დაკარგული ფასეულობის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს წინამდებარე დოკუმენტის 4.5.1 ქვეპუნქტით დადგენილი მაქსიმალური ზღვარისა.

4.5.3. ზიანის ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ ხორციელდება „მომხმარებლის სახელმძღვანელოს“ IX კარის ნორმების შესაბამისად.