სატვირთო გადაზიდვები

საქართველოს ფოსტა გთავაზობთ ადგილობრივ და საერთაშორისო გადაზიდვების სრულ სერვისს და ამასთანავე სრულ სატერმინალო მომსახურებას.

ადგილობრივი გადაზიდვები

 გთავაზობთ სატვირთო გადაზიდვების სერვისს თბილისის და საქართველოს მასშტაბით როგორც კომერციული, ასევე პირადი დანიშნულების ტვირთის. სერვისი მოიცავს კარიდან კარამდე მომსახურებას, ასევე საბაჟო გამშვები პუნქტიდან ტვირთების დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებას.

 

ტვირთის კატეგორიები:

  • არაგაბარიტული
  • მძიმეწონიანი
  • მცირეგაბარიტიანი
  • სამაცივრე
  • მშრალი ტვირთი
  • სახიფათო ტვირთი
  • საყოფაცხოვრებო და პირადი მოხმარების საგნები

 

დამატებითი სერვისები:

  • დასაწყობება
  •  შეფუთვა
  •  დატვირთვა

საერთაშორისო გადაზიდვები

სახმელეთო  გადაზიდვები

გთავაზობთ სახმელეთო გადაზიდვების (მთლიანი და ნაკრები ტვირთების (FTL / LTL)) იმპორტ / ექსპორტის სერვისს ევროპის, ჩინეთის, თურქეთის, უკრაინის და დსთ-ს ქვეყნებიდან.

 

მომსახურება მოიცავს:

  • მშრალი ტვირთის ტრანსპორტირებას
  • სამაცივრე ტვირთის ტრანსპორტირებას
  • სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირებას

 

დამატებითი სერვისები:

  • დასაწყობება
  • შეფუთვა
  • დატვირთვა
  • საბროკერო მომსახურება

საჰაერო გადაზიდვები

გთავაზობთ საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის სრულ სერვისს (იმპორტი / ექსპორტი):

  • ტვირთის შეგროვება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში
  • საბაჟო / საბროკერო მომსახურება
  • კარიდან კარამდე გადაზიდვა მსოფლიოს მასშტაბით
  • მალფუჭებადი, სახიფათო და სპეციალური ტვირთების გადაზიდვა
  • დაზღვევა
  • დოკუმენტაციის მომზადება
  • დასაწყობება
  • შეფუთვა
  • საბროკერო მომსახურება

 

დამატებითი სერვისები:

  • მისამართიდან ტვირთის აღება და აეროპორტამდე მიტანა
  • აეროპორტიდან ტვირთის მიწოდება ადრესატის მისამართზე  

 

სატერმინალო მომსახურება

 

საქართველოს ფოსტის ტერმინალი ამუშავებს, აგზავნის და იღებს ყველა სახის ტვირთს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ასევე ასრულებს სატრანზიტო ტვირთების სრულ მომსახურებას. ტერმინალის ტერიტორია არის საქართველოს საბაჟოს კონტროლის ზონა, სადაც ინახება როგორც სტანდარტული, ასევე სპეციალური პირობებით შესანახი ტვირთი, ტერიტორიაზე განლაგებულია სახიფათო, ძვირფასი და მალფუჭებადი ტვირთის საწყობები, ასევე ტემპერატურული რეჟიმის საწყობები, რომლებიც უზრუნველყოფენ შემდეგ ტემპერატურულ პირობებს 00 -200 (-200 წინასწარი მოთხოვნით), +20+80; +150+250.

სერვისები:

  • კარგო ჰენდლინგი
  • სატერმინალო მომსახურება
  • საწყობის მომსახურება
  • გადაზიდვა
  • საბაჟო მომსახურება
  • ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტული კარგოსთვის განკუთვნილი ლოჯისტიკური სერვისები