შეთავაზება საქართველოს ფოსტისგან

ივნისი 02, 2021

საქართველოს ფოსტა აცხადებს საჯარო ინტერესს და ქვეყნის მასშტაბით სათანამშრომლოდ იწვევს დაინტერესებულ სუბიექტებს (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ), შპს საქართველოს ფოსტის ბრენდის ქვეშ საფოსტო გზავნილების მიღებისა და გაცემისათვის.

პოტენციურ კონტრაქტორს უნდა გააჩნდეს  საფოსტო პროდუქტის ადმინისტრირებისთვის სამუშაო ოფისიშესაბამისი ტექნიკური საშუალებები და სამუშაო გამოცდილება.

მსურველებთან მოხდება ფოსტის წარმომადგენლების შეხვედრა მეტი ინფორმაციისა და კონკრეტიზაციის მიზნით.

საქართველოს ფოსტის მიერ დადგენილი სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მხარეებს შორის გაფორმდება გრძელვადიანი ხელშეკრულება.

დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ: 032 2 24 09 09 (170), ელ.ფოსტა - partner@gpost.ge.