გაყიდვების ოპერატორი ამბროლაურში

გამოქვეყნებულია სექტემბერი 09, 2022 / ძალაშია ოქტომბერი 09, 2022

ძირითადი მოვალეობები:

·         სერვისცენტრის კლიენტებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევა;

·         კლიენტებისათვის პროდუქტებზე/მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება და მათი საჭიროების ანალიზი და კონსულტაცია;

·         არსებული პროდუქტების გაყიდვა;

·         კლიენტების მაღალი სტანდარტით მომსახურება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         უმაღლესი განათლება ნებისმიერი პროფილით;

·         სასურველია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.

·         ქართული ენის ცოდნა;

·         ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;

·         MS პროგრამების ცოდნა;

·         მონაცემთა ბაზებში მუშაობის გამოცდილება.

 

უნარ–ჩვევები: 

·         სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

·         მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;

·         დეტალებზე ორიენტირებულობა;

·         კომუნიკაციის უნარი;

·         გამართულად მეტყველება;

·         გუნდური მუშაობა;

·         მონაცემთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი.

 

კანდიდატთა შერჩევა: 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

-               გასაუბრება;

-              მოსამზადებელი ეტაპი 2 კვირა.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა  09.10.2022