კურიერი საკურიერო სამსახურში

გამოქვეყნებულია მარტი 10, 2023 / ძალაშია აპრილი 10, 2023

სამუშაო ადგილი - თბილისი

ანაზღაურება - 1300 ლარი

 

 

სამუშაო გრაფიკი :

I  კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 – 18:00, შაბათი 12:00 – 16:00; კვირა დასვენება;

II კვირა - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 11:30 – 20:00, შაბათი  და კვირა დასვენება.

 

 

ძირითადი მოვალეობები: 

·         საკურიერო მომსახურების გაწევა იურიდიული პირებისათვის;

·         სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების მიწოდება ადრესატისთვის და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

·         საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;

·         მართვის მოწმობა B (მექანიკა) კატეგორია;

 

 

უნარ–ჩვევები: 

·         სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;

·         სიახლის ათვისების უნარი;

·         ყურადღება დეტალების მიმართ;

·         მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;

·         გუნდური მუშაობა;

·         სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.

 

 

კანდიდატთა შერჩევა: 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს: 

-          გასაუბრება;

-          ერთ კვირიანი მოსამზადებელი ეტაპი

 

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე  ან CV შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - საკურიერო სამსახურის კურიერი .