რეკლამაცია

თუ თქვენ პრეტენზია გაგაჩნიათ „საქართველოს ფოსტის“ მიერ განხორციელებული მომსახურების თაობაზე, ან ეძებთ თქვენს მიერ გაგზავნილ გზავნილს, უფლება გაქვთ წარმოადგინოთ რეკლამაცია.

 

რასთან დაკავშირებით არის შესაძლებელი რეკლამაციის წარდგენა?

რეკლამაციის წარდგენა შესაძლებელია:

Øთქვენს მიერ გაგზავნილი საფოსტო გზავნილის მოძიების თაობაზე;

Øზიანის ანაზღაურების შესახებ - საფოსტო გზავნილის დაკარგვის, მისი შიგთავსის მთლიანი ან ნაწილობრივი დაზიანების ან ქურდობის გამო;

Øმომსახურების სტანდარტული პირობებისთვის შეუსაბამობის გამო.

 

რეკლამაციის განხილვა წარმოებს მხოლოდ რეგისტრირებულ გზავნილებზე. გამონაკლისია მარტივი ელექტრონული კომერციის გზავნილები.

 

 

ვის აქვს რეკლამაციის წარდგენის უფლება?

რეკლამაციის წარდგენის უფლება აქვს გზავნილის გამგზავნს, ადრესატს, გამგზავნის/ადრესატის კანონიერ წარმომადგენელს წერილობითი რწმუნებულების საფუძველზე, გზავნილის უშუალოდ ჩამბარებელ პირს, ასევე გზავნილის წარმომდგენს (პირი, რომელმაც გზავნილი გასაგზავნად წარმოადგინა „საქართველოს ფოსტაში“).

 

რა ვადაში მოახდენს „საქართველოს ფოსტა“ რეკლამაციის განხილვას და პასუხის დაბრუნებას?

ადგილობრივ საფოსტო გზავნილებზე რეკლამაციის განხილვის ვადაა 10 სამუშაო დღიდან 1 თვემდე პერიოდი, ხოლო საერთაშორისო საფოსტო გზავნილებზე 1 თვიდან  2 თვემდე პერიოდი.

 

 

სად შემიძლია რეკლამაციის წარდგენა?

რეკლამაციის წარსადგენად შეგიძლიათ მიმართოთ „საქართველოს ფოსტის“ ცენტრალურ ოფისს ან ნებისმიერ სერვისცენტრს, განცხადება გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე info@gpost.ge ან ისარგებლოს ციფრული სერვისებით.

 

 

რა არის საჭირო რეკლამაციის ელექტრონულად დაფიქსირებისთვის?

რეკლამაციის დაფიქსირების მიზნით გთხოვთ ამობეჭდოთ და შეავსოთ განცხადების ფორმა (ქართულ-ინგლისური ფორმა), მოაწეროთ ხელი და საჭირო დოკუმენტების ასლებთან ერთად გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@gpost.ge.

რეკლამაციის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს:

Øგამგზავნის/ადრესატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. თუ განმცხადებელი  გამგზავნის/ადრესატის კანონიერი წარმომადგენელია, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას სათანადო წესით შედგენილი  რწმუნებულება (განცხადებას უნდა დაერთოს რწმუნებულების ასლი);

 

Øსაფოსტო გზავნილის გაგზავნის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, თუ რეკლამაციის წარმდგენი პირი გზავნილის გამგზავნი ან წარმომდგენია.

 

 

საფოსტო გზავნილის დაზიანებით ან დანაკლისით  მიღების შემთხვევაში, ასევე წარმოსადგენია დამატებითი დოკუმენტაცია, რომელიც გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარების მომენტში დგება  სერვისცენტრში.