ჩაუბარებელი გზავნილის გამგზავნისთვის ვადაზე ადრე დაბრუნება

გზავნილი, რომელიც ვერ ჩაბარდა ადრესატს სხვადასხვა მიზეზის გამო,  გარკვეული ვადით ინახება შპს „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტში. შენახვის ვადის ამოწურვამდე, თუ ადრესატი არ გამოცხადდა სერვისცენტრში გზავნილის მისაღებად, გზავნილი უბრუნდება გამგზავნს. გამგზავნს უფლება აქვს შენახვის ვადის ამოწურვამდე მოითხოვოს გზავნილის უკან დაბრუნება, დადგენილი  საფასურის გადახდის სანაცვლოდ (2 ლარი).

 

აღნიშნული მომსახურების მისაღებად, მომხმარებელმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა და ხელმოწერილი გამოაგზავნოს დასკანერებულ პირადობის მოწმობასთან ერთად შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@gpost.ge ან წარადგინოს შპს „საქართველოს ფოსტის“ ნებისმიერ სერვისცენტრში ან ისარგებლოს ციფრული სერვისებით.

 

შენიშვნა: შენახვის ვადა განსხვავდება გზავნილის კატეგორიის მიხედვით, დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით შპს „საქართველოს ფოსტის“ ქოლ ცენტს  ნომერზე: +(995 32) 224 09 09  ან მოგვწერეთ შეკითხვა შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@gpost.ge