გზავნილის დეკლარაციის მოთხოვნა

·         შპს „საქართველოს ფოსტის“ მომხმარებელს საშუალება აქვს მოითხოვოს დეკლარირების დისტანციურად განხორციელება სავალდებულო საბაჟო დეკლარირებას დაქვემდებარებულ გზავნილ(ებ)ზე services@gpost.ge მეილზე მოთხოვნის დაფიქსირების გზით, ასევე ვებ გვერდზე www.gpost.ge – ციფრული სერვისების საშუალებით. აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შეუძლია როგორც სრულწლოვან ფიზიკურ პირს, ისე იურიდიულ პირს. მომხმარებელს ასევე შეუძლია გზავნილის დისტანციურ დეკლარირებასთან ერთად მოითხოვოს გზავნილის ადრესატის მისამართზე ჩაბარებაც.

·         დისტანციურად დეკლარირების განხორციელება შესაძლებელია „განსაბაჟებელი“ საბაჟო სტატუსის გზავნილებზე. დისტანციური დეკლარირების სერვისის შეკვეთა შესაძლებელია გზავნილის შენახვის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღით ადრე.

·         დისტანციური დეკლარირების მომსახურება ფასიანია.

·         მომხმარებელს საშუალება აქვს სერვისის ღირებულება გადაიხადოს როგორც წინასწარ (შპს „საქართველოს ფოსტის“ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით), ასევე გზავნილის სერვისცენტრში ან მისამართზე მიღებისას (ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით).

·         დეკლარირებული გზავნილის გატანა მომხმარებელს შეუძლია სერვისცენტრიდან. მას ასევე შეუძლია აღნიშნულ გზავნილზე ისარგებლოს მისამართზე ჩაბარების სერვისით, თუ მომსახურების მოთხოვნა ფიქსირდება დისტანციურ დეკლარირებასთან ერთად.

·         დადეკლარირებული გზავნილის ჩაბარება ხორციელდება:

§  უშუალოდ ადრესატზე ან მის მინდობილ პირზე ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე - თუ გზავნილის ადრესატი ფიზიკური პირია.

§  იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირზე ან გაცემული მინდობილობის საფუძველზე - ნებისმიერ მესამე პირზე - თუ გზავნილის ადრესატი იურიდიული პირია.