სერვისცენტრის მენეჯერი სიღნაღში

გამოქვეყნებულია აპრილი 19, 2024 / ძალაშია მაისი 19, 2024

სამუშაო განრიგი: სრული
ანაზღაურება: 1150 ლარი



ძირითადი მოვალეობები:
** სერვისცენტრის ხელმძღვანელობა, მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** კლიენტებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევის კოორდინირება;
** სერვისცენტრში კლიენტების მაღალი სტანდარტით მომსახურების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება, მათი სამუშაოს კოორდინირება, შესასრულებელი სამუშაოს ზედამხედველობა;
** სერვისცენტრის საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება, მათი ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია გაყიდვების ან კლიენტთა მომსახურების სფეროში;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა კარგ სამუშაო დონეზე;
** MS პროგრამების ცოდნა.



უნარ-ჩვევები:
** მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** თანამშრომლების მოტივაციისა და განვითარების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** წერითი კომუნიკაციის უნარი;
** მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** ინიციატივა;



კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:
** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე;
** გასაუბრება.

 

დაინტერესების შემთხვევაშიშეავსეთ განაცხადიატვირთეთ CV და დააჭირეთ 

ღილაკს „გაგზავნა“.