ინსპექტორი

გამოქვეყნებულია მაისი 08, 2024 / ძალაშია ივნისი 08, 2024

შპს „საქართველოს ფოსტის“ საოპერაციო მიმართულებაში ცხადდებს ვაკანსიას ინსპექტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია.

სამუშაო საათები: ცვლიანი განრიგი, 24 საათიანი ცვლა 3 დღეში ერთხელ, 10:00 საათიდან მეორე დღის 10:00 საათამდე. 3 საათიანი შესვენება ცვლის განმავლობაში.

 

ძირითადი მოვალეობა:

·         ტვირთის, ფიზიკური პირებისა და ავტოტრანსპორტის შემოწმება;

·         ტვირთთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შევსება და დეკლარაციების შემოწმება;

·         ტერმინალში შემოსული სატრანსპორტო საშუალებების და ტვირთის საბაჟო რეჟიმის დაცულობის ზედამხედველობა;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

           

·         სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

·         სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;

·         სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი;

·         გუნდური მუშაობის უნარი;

·         პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

 

კანდიდატთა შერჩევა:

 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:

 

-          გასაუბრება;

-          მოსამზადებელი ეტაპი.

 

 

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი, ატვირთეთ CV და დააჭირეთ ღილაკს.

 

განაცხადი
ფაილის არჩევა..

ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, შპს „საქართველოს ფოსტამ“ დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები დასაქმების კანდიდატის არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონკრეტული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასების, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთან, დასაქმების კანდიდატი თანახმაა, მის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე გადაცემული პერსონალური მონაცემები შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეინახოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

დასაქმების კანდიდატის მიერ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების, გასწორების, განახლებისა და შევსების, დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების, აგრეთვე დაბლოკვის უფლებები) სარგებლობისათვის, დასაქმების კანდიდატმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნოს შპს „საქართველოს ფოსტის“ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge.