User Manual

კარი VI. AVIA გზავნილი / თავი 14. AVIA გზავნილის დამატებითი სერვისები
მუხლი 51. AVIA გზავნილის დაზღვევა

51.1. დამატებითი სერვისი -„ AVIA გზავნილის დაზღვევა“-ს არჩევის უფლება აქვს გამგზავნს.

51.2. „გზავნილის დაზღვევა“ გულისხმობს გამგზავნის შესაძლებლობას დააზღვიოს AVIA  გზავნილის შიგთავსი მის რეალურ ღირებულებად, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარად.

 

51.3. დაზღვევა ვრცელდება შემდეგ რისკებზე: „საქართველოს ფოსტა“-ს მიზეზით AVIA გზავნილის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვა ან დაზიანება.