User Manual

კარი VI. AVIA გზავნილი / თავი 13. AVIA გზავნილის მიღება/გაგზავნა
მუხლი 49. AVIA გზავნილის მიღება/გაგზავნა

49.1. „საქართველოს ფოსტა“  ახორციელებს  AVIA  გზავნილის საქართველოს ტერიტორიაზე  მომხმარებლისგან მიღებას, მათი  უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე გაგზავნისა და ადრესატისათვის  ჩაბარების მიზნით.

49.2. AVIA  გზავნილის  „საქართველოს ფოსტა“-ს მიერ მიღება (შესაბამისად გამგზავნის მიერ მისი გაგზავნა), ხორციელდება სერვისცენტრის ან კურიერის  მეშვეობით.

49.3. AVIA  გზავნილის შიგთავსი შეიძლება იყოს როგორც დოკუმენტები, ასევე საქონელი. ამასთან, AVIA გზავნილის გამგზავნმა უნდა გაითვალისწინოს  ის აკრძალვები და შეზღუდვები გზავნილის შიგთავსის მიმართ, რომელიც არსებობს როგორც საქართველოდან  ექსპორტის,  ასევე მიმღებ ქვეყანაში იმპორტისას.

49.4. გამგზავნი ვალდებულია AVIA გზავნილის შეფუთვაზე დაიტანოს სრული ინფორმაცია ადრესატის ვინაობის, მისი ზუსტი მისამართისა და საკონტაქტო ტელეფონის ჩათვლით, აგრეთვე ინფორმაცია გზავნილის შიგთავსის შესახებ. თუ გზავნილის შიგთავსი საქონელია, ასევე  სავალდებულოა შიგთავსის აღწერილობისა და ფასის მითითება.

 

49.5. AVIA გზავნილი  გამგზავნის მიერ შეფუთული უნდა იყოს იმაზე გათვლით, რომ არ მოხდეს მისი შიგთავსის დაზიანება ტრანსპორტირების დროს. თუ გზავნილის შიგთავსს მსხვრევადი ნივთი წარმოადგენს, მისი შეფუთვა ასევე უნდა შეიცავდეს სათანადო აღნიშნვას ასეთის შესახებ.