მისამართზე ჩაბარების სერვისი

მისამართზე ჩაბარების სერვისი“-ს  არჩევის უფლება აქვს როგორც გამგზავნს, ისევე ადრესატს,  შემდეგი სახის გზავნილების მიღება/გაგზავნის შემთხვევაში:

 

Ø  ადგილობრივი  და საერთაშორისო (შემომავალი) ამანათი;

Ø   ადგილობრივი მცირე პაკეტი, რომლის წონაც აღემატება 500გრ-ს;

Ø   საერთაშორისო  (შემომავალი) ელ-კომერციის გზავნილი;

Ø  საერთაშორისო  (შემომავალი) მცირე პაკეტი, რომლის წონაც აღემატება 500გრ-ს.

 

          „მისამართზე ჩაბარების სერვისი“ გულისხმობს გამგზავნის შესაძლებლობას ისარგებლოს აღნიშნული სერვისით   მომსახურების ღირებულების წინასწარი  გადახდის გზით, ან/და ადრესატის შესაძლებლობას - შეუკვეთოს ეს მომსახურებასაქართველოს ფოსტა“- ტელეფონით, ხოლო გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდა განახორციელოს  გზავნილის  მითითებულ მისამართზე მიღების დროს.

 

           კურიერის მიერ „მისამართზე ჩაბარების სერვისი“  პირობითსტანდარტული“  ხორციელდებასაქართველოს ფოსტა“- მიერ შეკვეთის მიღებიდან არაუგვიანეს 2(ორი) სამუშაო დღეში. 

 

           კურიერის მიერ „მისამართზე ჩაბარების სერვისი“  პირობითსასწრაფო“  ხორციელდება მხოლოდ ერთი ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში, მიღებიდან მეორე სამუშაო დღეს.

 

შენიშვნა: შეკვეთის განხორციელება შესაძლებელია  მხოლოდ იმ გზავნილზე, რომელიც „საქართველოს ფოსტა“-ს მფლობელობაში იმყოფება.