ამანათი

 

ამანათი-საფოსტო გზავნილის სახეობა, რომლის შიგთავსი შეიძლება იყოს ნებისმიერი  საგანი (საქონელი), თუ მისი გაგზავნა/მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტებს, დანიშნულების ქვეყნისა და შპს „საქართველოს ფოსტა“-ს მიერ დადგენილ წესებს.

 

·      ამანათის წონა:  30კგ-მდე.

·      ამანათის მოცულობა: არ უნდა აღემატებოდეს 1მ3

 

რეგისტრირებული ამანათი -  საფოსტო გზავნილი, რომელიც  ფოსტისთვის გადაცემისას რეგისტრირდება  და ენიჭება მაიდენტიფიცირებელი ნომერი, იგზავნება თანმხლებ დოკუმენტებზე მიწერით და ადრესატს ბარდება ხელმოწერით.

 

დაზღვეული (ფასგამოცხადებული) ამანათი -   რეგისტრირებული საფოსტო გზავნილი, რომელიც  იგზავნება შიგთავსის დაზღვევით, გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით. მომხმარებლის მიერ დასახელებული ფასგამოცხადების(დაზღვევის) თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას. ფასგამოცხადების თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი. 

 

 

 

ამანათის ადრესატისათვის ჩაბარების ვადები საქართველოს ტერიტორიაზე:
 
Ø   D+3 - გარდა სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებული/   ჩასაბარებელი  გზავნილებისთვის;
Ø   D+5 - სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებული/ჩასაბარებელი გზავნილებისთვის;
 
შენიშვნა:
·      D გულისხმობს „საქართველოს ფოსტის“ მიერ გზავნილის მიღების დღეს, რომელსაც ემატება მითითებული სამუშაო დღეების რაოდენობა.
·      სპეციალური ადმინისტრაციული ერთეულებია - მესტიის (3200), სტეფანწმინდის (4700), დუშეთის (1800), თიანეთის (2500), ცაგერის (5100), ლენტეხის (2900) ადმინისტრაციული ერთეულები.