წერილობითი კორესპონდენცია

წერილი - წერილობითი კორესპონდენციის სახეობა, რომელიც შეიცავს ქაღალდზე დატანილ ტექსტს ან/და დოკუმენტს და იგზავნება/ბარდება  დახურული სახით, კონვერტით;

  ·      წერილის  წონა:   250გრ-მდე;

           ·      წერილის  ზომა: მინიმალური   90X140 მმ;  მაქსიმალური   - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 5მმ. 

 

 

საფოსტო ბარათი - წერილობითი კორესპონდენციის სახეობა, რომელიც წარმოადგენს მყარი ქაღალდის ან მუყაოსგან დამზადებულ სპეციალურ ბლანკს, განკუთვნილს წერილობითი ტექსტის განსათავსებლად და იგზავნება/ბარდება ღია სახით, კონვერტის გარეშე.

          ·  საფოსტო ბარათის წონა: 20გრ-მდე.

  

          ·  საფოსტო ბარათის ზომა: მინიმალური 90X140 მმ; მაქსიმალური - 120X235მმ; 

 

 

მცირე პაკეტი - წერილობითი კორესპონდენციის სახეობა, რომლის შიგთავსი შეიცავს როგორც ქაღალდზე დატანილ ბეჭდვით მასალებს, ხელნაწერებს, დოკუმენტებს და ფოტოსურათებს, ასევე ნივთებს, თუ მათი მცირე პაკეტის სტატუსით გაგზავნა/მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტებს, მიმღები ქვეყნის ან „საქართველოს ფოსტა“-ს მიერ დადგენილ წესებს.

 

 

·      მცირე პაკეტის წონა: 2კგ-მდე (გამონაკლისია 5კგ-მდე წონის ურღვევი წერილობითი კორესპონდენცია).

·      მცირე პაკეტის ზომა: მინიმალური   90X140 მმ;  მაქსიმალური   - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 50მმ.

 

 

M ტომარა - წერილობითი კორესპონდენციის სახეობა, რომლი ეიცავს ერთ ადრესატზე დამისამართებულ წიგნებს, გაზეთებს, პერიოდულ გამოცემებს და სხვა მსგავს პროდუქციას.

·      M ტომარას წონა:  30კგ-მდე.

·      M ტომარას გარშემოწერილობა -120სმ.

 

ჰიბრიდული წერილი - წერილის სახეობა, რომელიც მიიღება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, ხდება მისი მატერიალურ ფორმატში (ქაღალდზე) გადატანა და გამგზავნის სურვილის შესაბამისად მისი ღია(უკონვერტოთ) ან დახურული (კონვერტით) სახით  ჩაბარება ადრესატისათვის.

·     ჰიბრიდული წერილის  წონა:  100 გრ-მდე;

 

·     ჰიბრიდული წერილის  ზომა:  მინიმალური   90X140 მმ;  მაქსიმალური   - 240X340მმ; ფურცლის მაქსიმალური რაოდენობა: 15ცალი. 

 

მარტივი გზავნილი  - საფოსტო გზავნილი (საფოსტო ბარათიწერილი (მათ შორის ჰიბრიდული) და მცირე პაკეტი), რომელსაც მისი ფოსტისთვის გადაცემისას  არ ენიჭება მაიდენტიფიცირებელი ნომერი, იგზავნება თანმხლებ დოკუმენტებზე მიუწერავად და ადრესატს ბარდება ხელმოწერის გარეშე.

რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენცია  (გარდა საფოსტო ბარათისა) -  საფოსტო გზავნილი, რომელიც  ფოსტისთვის გადაცემისას რეგისტრირდება  და ენიჭება მაიდენტიფიცირებელი ნომერი, იგზავნება თანმხლებ დოკუმენტებზე მიწერით და ადრესატს ბარდება ხელმოწერით.

დაზღვეული (ფასგამოცხადებული) წერილობითი კორესპონდენცია -   რეგისტრირებული საფოსტო გზავნილი, რომელიც  იგზავნება შიგთავსის დაზღვევით, გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით. მომხმარებლის მიერ დასახელებული ფასგამოცხადების(დაზღვევის) თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას. ფასგამოცხადების თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.

 
 
 
 
წერილობითი კორესპონდენციის ადრესატისათვის ჩაბარების ვადები საქართველოს ტერიტორიაზე:
 
Ø   D+3 - გარდა სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებული/   ჩასაბარებელი  გზავნილებისთვის;
Ø   D+5 - სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებული/ჩასაბარებელი გზავნილებისთვის;
 
შენიშვნა:
·      D გულისხმობს „საქართველოს ფოსტის“ მიერ გზავნილის მიღების დღეს, რომელსაც ემატება მითითებული სამუშაო დღეების რაოდენობა.
·      სპეციალური ადმინისტრაციული ერთეულებია - მესტიის (3200), სტეფანწმინდის (4700), დუშეთის (1800), თიანეთის (2500), ცაგერის (5100), ლენტეხის (2900) ადმინისტრაციული ერთეულები.