სახლიდან სახლში

„სახლიდან სახლში“ სერვისის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის გზავნილის სახლიდან გაუსვლედა გაგზავნა, მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

მომსახურების მისაღებად დარეკეთ ნომერზე (32) 2 649 649, ან შევსებული განაცხადის ფორმა განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან/ფოტოსთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე services@gpost.geჩვენი თანამშრომელი მიიღებს თქვენს შეკვეთას, რომლის საფუძველზეც კურიერი განახორციელებს აღნიშნული შეკვეთის შესრულება, მოგაკითხავთ მისამართზე და უზრუნველყოფს თქვენი გზავნილის შესაბამისი ადრესატისთვის გადაცემას.

 

სერვისით სარგებლობა შეუძლია სრულწლოვან ფიზიკურ პირს, ასევე ნებისმიერ სამართლებრივ წარმონაქმნს, მიუხედავად იმისა გაფორმებული აქვს თუ არა მას ხელშეკრულებასაქართველოს ფოსტასთან“. ამასთანავე გზავნილის ადრესატი შესაძლებელია იყოს როგორც ფიზიკური პირი, ისე იურიდიული პირი და/ან ნებისმიერი სამართლებრივი წარმონაქმნი.

 

გზავნილის შიგთავსი შეიძლება იყოს ნებისმიერი საგანი, თუ მისი გაგზავნა/მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტებსა დასაქართველოს ფოსტისმიერ დადგენილ წესებს.

 

·         გზავნილის მაქსიმალური წონა არ უნდა აღემატებოდეს 15 კგ-, ხოლო ზომა არ უნდა აჭარბებდეს - 1X1X1

·         გზავნილის ღირებულება გამოითვლება მისი წონის მიხედვით.

·         გზავნილის გაგზავნის ღირებულების გადახდა შესაძლებელია როგორც მისი გაგზავნისას - გამგზავნის მიერ, ასევე ადრესატის მიერ - გზავნილის მისთვის ჩაბარებისას (გზავნილი ფასდადებით).

 

დამატებითი სერვისები

 

·         გზავნილის გადამისამართების სერვისი - გულისხმობს გზავნილის ადრესატის მონაცემების, კერძოდ: სახელის, გვარის, დასახელების (იურ. პირის შემთხვევაში), მისამართის ცვლილებას, ან ამ ველებში ნებისმიერი მონაცემის დამატებას ან გამოკლებას.

·         ინფორმაციის გაცემა საფოსტო მომსახურების განხორციელების ფაქტის დადასტურების შესახებ - გულისხმობს მომხმარებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მისთვის ამავე ფორმით ინფორმაციის მიწოდებას ჩაბარებული გზავნილის  შესახებ.

 

·         პირადად ადრესატისთვის ჩაბარება - გულისხმობს გზავნილის მხოლოდ იმ პირისთვის ჩაბარებას, ვისზეც დამისამართებულია იგი. გზავნილი ასევე შეიძლება ჩაბარდეს ნებისმიერ სხვა პირს, თუ ის წარმოადგენს ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას გაცემულს ადრესატის მიერ, სადაც  გამოხატული იქნება ადრესატის ნება ასეთი გზავნილის მინდობილობაში აღნიშნული პირისთვის ჩაბარების შესახებ.

 

 

 

ტარიფები ადგილობრივ გზავნილებზე  „სახლიდან - სახლში“

 

სერვისის სახეობა

წონა(კგ)

ფასი

(ლარებში)

სტანდარტული

3.5კგ-მდე

9

3.5-10კგ-მდე

12

10-15კგ-მდე

18

სასწრაფო

(12/12)

3.5კგ-მდე

17

3.5-10კგ-მდე

22

10-15კგ-მდე

32

 

 

 

დამატებითი სერვისის სახე

ფასი (ლარებში)

 
 

პირადად ადრესატისთვის ჩაბარება

გზავნილის გაგზავნის ღირებულებას + ამ ღირებულების  30%

 

ინფორმაციის გაცემა საფოსტო მომსახურების განხორციელების ფაქტის დადასტურების შესახებ (ცნობა)

ფიზიკური პირისათვის - 5 ლარი 1 თვიან პერიოდზე ან 5 გზავნილზე (დოკუმენტი ბარდება ს/ც-ში)

იურიდიული პირისათვის - 7.5 ლარი - 15 დღიან პერიოდზე ან 5 გზავნილზე (დოკუმენტი ბარდება ადრესატის მისამართზე)

 

გადამისამართება

ადრესატის მისამართის ცვლილება - 3 ლარი

 

ადრესატის ვინაობის (სახელის/გვარის ან სახელწოდების)  ცვლილება - 1 ლარი

 

არასტანდარტული გადამისამართება - 4 ლარი

 

გზავნილის არქივიდან გამოთხოვა

2 ლარი