სიახლეები

სახმელეთო ამანათების გაგზავნა/მიღება საბერძნეთსა და იტალიაში

15 აპრილი

 

15 აპრილიდან საქართველოს ფოსტა განაგრძობს სახმელეთო ამანათების მიღება / გაგზავნას საბერძნეთის და იტალიის, კერძოდ ქალაქ ბარის მიმართულებით. ამასთანავე გაცნობებთ, რომ აღნიშნული სერვისის ფარგლებში აკრძალულია მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების გაგზავნა.

ამანათების გაგზავნა შესაძლებელია საქართველოს ფოსტის სერვისცენტრების მეშვეობით, მთელი საქართველოს მასშტაბით. საბერძნეთის მიმართულებით 1 კგ ამანათის გაგზავნის ღირებულება შეადგენს 1,5 ევროს, ხოლო იტალიის მიმართულებით 1კგ ამანათის ღირებულება გახლავთ 2 ევრო.