სიახლეები

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო, დაუძლეველი ძალის (ფორს მაჟორის) გამოცხადების შესახებ

17 მარტი

საქართველოს ფოსტა“, როგორც უნივერსალური საფოსტო ოპერატორი, საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელების მასშტაბების შემცირების მიზნით, საქმიანობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის.

 

ამავდროულად, კომპანია აფრთხილებს მის ყველა მომხმარებელსა და კონტრაქტორ პირებს, რომ როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის გამო, შესაძლოა კომპანიამ დროულად ვერ შეძლოს მომსახურების შესრულება და/ან  შეასრულოს მომსახურება დადგენილისგან განსხვავებული ფორმით, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში არ გამორიცხავს მომსახურების შეუსრულებლობის შესაძლებლობასაც.

 

იმის გათვალისწინებით, რომ შპსსაქართველოს ფოსტაიმყოფება დაუძლეველი ძალის (ფორს მაჟორის)  წინაშე, კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს დაგვიანებით ან/და შეუსრულებლობით გამოწვეული ნებისმიერი სახის ზიანის ანაზღაურებაზე.

 

ზოგადი შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია განთავსებული იქნება შპს "საქართველოს ფოსტა"-ს ვებ-გვერდზე www.gpost.ge