სიახლეები

სადეზინფექციო სამუშაოები საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში

3 მარტი

 საქართველოს ფოსტა კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უზრუნველყოფს მთელი საქართველოს მასშტაბით სერვისცენტრებში, საფოსტო გაცვლის და დახარისხების ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას. ყოველდღიურად სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მოხდება სველი წესით დასუფთავება როგორც მომსახურების, ასევე საოპერაციოდ განკუთვნილი სივრცეების.