სიახლეები

საქართველოს ფოსტა გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

26 მაისი

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რუსთაველის გამზირზე (რუთაველის გამზ. #3) საქართველოს ფოსტამ წარმოდგენა ინტერაქციული ინსტალაცია - „საფოსტო მარკებით მოთხრობილი ისტორია“ რომელზეც ჩვენი ქვეყნის ისტორიული ფაქტები იქნა წარმოდგენილი. კონცეფციის ავტორი გოგა ქაცარავა გახლავთ. დამთვალიერებლებმა უსასყიდლოდ გააგზავნეს საფოსტო ბარათები და მიულოცეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახლობლებს, ბავშვებმა კი ფერადი სტიკერებით გააფერადეს შოთა საგანელიძის მიერ შექმნილი საფოსტო მარკების ინსტალაციები, რომლებზეც ქართული კალიგრაფიით შექმნილი პორტრეტები იყო გამოსახული. 1919 წლის 26 მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დამოუკიდებლობის წლისთავი მნიშვნელოვანი ფაქტით აღნიშნა - მიმოქცევაში გამოვიდა პირველი ქართული საფოსტო მარკები, რომლებიც ცხრა ნომინალისგან შედგებოდა და ერთმანეთისგან განსხვავდებოდა ფერით და ვიზუალით. საფოსტო მარკებზე გამოსახული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი, თეთრი წმინდა გიორგი და ქართველი ქალი, რომელიც ფილატელისტურ კატალოგებში თამარ მეფის სახელით მოიხსენიება. მარკა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ისეთივე სიმბოლოა, როგორც დროშა, გერბი და ჰიმნი.