სიახლეები

EUROPA 2019

16 მაისი

ევროპის საფოსტო გაერთიანების „PostEurop”-ის ეგიდით ყოველწლიურად იმართება ევროპული მარკების კონკურსი. საკონკურსო თემას PostEurop-ის მარკების და ფილატელისტების სამუშაო ჯგუფი ირჩევს. წლევანდელ თემას ჩიტები წარმოადგენს.

საქართველოს ფოსტის მიერ კონკურში წარდგენილი ქართული საფოსტო მარკა „EUROPA 2019 - კოლხური ხოხობი “. მარკაზე აღბეჭდილია კოლხური ხოხობი, რომელიც ძველმა ბერძნებმა აღმოაჩინეს და მისცეს მათ ეს სახელი იმის გამო, რომ ეს ფრინველები დაინახეს მდინარე ფაზისის ახლოს. ფრინველი ასევე გავრცელებული იყო კოლხეთის დაბლობზე, მტკვრის, ივრისა და ალაზნის ჭალებში. მარკის დიზაინის ავტორი გახლავთ ბაადურ ქობლიანიძე.

ევროპული მარკების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ „PostEurop“-ის წევრი ქვეყნის ეროვნული საფოსტო ოპერატორს, რომელსაც აქვს უფლება სპეციალური საფოსტო მარკის გამოცემის მაიდენტიფიცირებელი სიმბოლოთი „EUROPA“ გამოიყებოს.

საფოსტო მარკები „EUROPA“ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად მარკებს წარმოადგენს, რომელიც სპეციალურად იბეჭდება ევროპის საფოსტო ოპერატორების მიერ „PostEurop“-ის ეგიდით. საფოსტო მარკები „EUROPA“ აღნიშნავს მჭიდრო თანამშრომლობას ევროპის საფოსტო ოპერატორებს შორის და მისი თემატიკა ხაზს უსვამს ევროპული ქვეყნების საერთო ფესვებს კულტურულ და ისტორიულ ჭრილში, ასევე მათ საერთო მიზნებს. პირველი საფოსტო მარკა სიმბოლოთი „EUROPA“ 1956 წელს გამოიცა და სწორედ ამ დროიდან ჩაეყარა საფუძველი ევროპული მარკების კონკურსს.

იმისთვის რომ, ქართული მარკა გახდეს 2019 წლის კონკურსის გამარჯვებული მარკა, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს და ხმა მისცეთ ქართულ საფოსტო მარკას - https://www.posteurop.org/europa2019  

ხმის მიცემის წესები:

რეგისტრაციისთვის სავალდებულო შესავსები ველები: სახელი, გვარი, ელ.ფოსტა და ქვეყანა (მისამართის მითითება არ არის სავალდებულო)

მარკის მონიშვნა

ხმის მიცემა - (ქვედა მარჯვენა კუთხეში).