სიახლეები

წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი 2019

13 მაისი

წელს, საქართველოს ფოსტის ეგიდით რიგით მეექვსე „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი“ გაიმართაკონკურსში მონაწილეობა მიიღო 400-მდე 15 წლამდე ახალგაზრდამ და გამოვლინდა 3 საუკეთესო ნაშრომი

ადგილი - მარიამ ქართველიშვილი

II ადგილი - ნურიდაბაირამოვა

III ადგილი - გიორგი აბესალაშვილი.

კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო საჩუქარი, ხოლო გამარჯვებულმა სამეულმა მიიღო ნოუთბუქი, პლანშეტი და ველოსიპედი.                        

მიმდინარე წლის საკონკურსო თემა გახლდათ - „დაწერე წერილი შენი გმირის შესახებ“. „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ გაიგზავნება კონკურსის გამარჯვებულის, 12 წლის მარიამ ქართველიშვილის წერილი - „ჩემი გმირი“, რომელიც ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაშიაღსანიშნავიარომ კონკურსში ბევრი საინტერესი თემა იქნა წარმოდგენილი.

წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის“ მიზანია წერილის წერის ტრადიციის აღდგენა/დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაშიასევე თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობების შენარჩუნება.

წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“ საფუძველი ჩაეყარა „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ტოკიოს კონგრესზე და 1971 წლიდან სისტემატურად იმართებამასში მონაწილეობას იღებს მსოფლიო საფოსტო კავშირის 192 წევრი ქვეყანა.

კონკურსის დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა საქართველოს თეატრისმუსიკისკინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმმა.