სიახლეები

საქართველოს ფოსტის ახალი მომსახურება „ქართული პროდუქტი მსოფლიოს“

16 მაისი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპსსაქართველოს ფოსტამახალი სერვისის ღია ელექტრონული პლატფორმის „ქართული პროდუქტი მსოფლიოს“  პრეზენტაცია  გამართა.  ახალი სერვისი „ქართული პროდუქტი მსოფლიოს“ ქართველ მცირე მეწარმეებს და არა მხოლოდ მათ, აძლევს შესაძლებლობას ელექტრონულ მაღაზიაზე განთავსებული თავიანთი პროდუქტი, გაყიდვის შემთხვევაში, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიაწოდონ. ასევე ეს არის სერვისი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მცირე მეწარმეებს, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და შესაბამისად, მიაწოდონ თავისი პროდუქცია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პრეზენტაციაზე განაცხადა.

„საქართველოს ფოსტა“ ელ. კომერციით დაკავებულ მეწარმე სუბიექტებს სთავაზობს ღია ელექტრონულ პლატფორმას, რომლის დახმარებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება აწარმოოს ელ. კომერცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გაიტანონ საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე და მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს „საქართველოს ფოსტა“.

ელექტრონული პლატფორმის ინტეგრირებით ონლაინ მაღაზიის გვერდზე გაიხსნება ტრანსპორტირების ღია მოდული, რომელიც მომხმარებელს მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას გზავნილის ტრანსპორტირების ღირებულების, მიღების ვადების და გზავნილის ადგილმდებარეობის შესახებ, ასევე შეძლებს მომხმარებელი ისარგებლოს გზავნილის დაზღვევის სერვისით.

ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებას,  „საქართველოს ფოსტის“ ახალი სერვისი საშუალებას მისცემს ადგილობრივ მეწარმეებს ჩაერთონ ელექტრონულ კომერციაში, აწარმოონ ქართული პროდუქციის ონლაინ გაყიდვები და ამისათვის გამოიყენონ ჩვენს მიერ შექმნილი „ქართული პროდუქტი მსოფლიოს“ პლატფორმა, რომლის მეშვეობითაცსაქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს ნებისმიერ ქვეყანაში მათი პროდუქციის მყიდველისთვის მიწოდებას. ეს ხელს შეუწყობს ქართული წარმოების განვითარებას და გაფართოებას, მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყანაში ელექტრონული კომერციის პროდუქტიულ, სწრაფ და სწორ განვითარებას. ასევე დადებით გავლენას იქონიებს ტექნოლოგიური მიმართულებით საქართველოს რეგიონების განვითარებაზე”- აცხადებს საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.

„საქართველოს ფოსტის“ ახალი მომსახურებით უკვე დაინტერესებულია რამოდენიმე ქართული კომპანია. მათ შორის „ქროსთი“ – „ჩვენთვის, როგორც საცალო პროდუქტის ექსპორტიორი კომპანიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მოქნილი ლოჯისტიკური ინსტრუმენტები. ძალიან მოხარული ვართ საქართველოს ფოსტის ინიციატივებით, დანერგოს ახალი პროდუქტები ელ.კომერციის მიმართულებით. API პლატფორმა, რომელსაც საქართველოს ფოსტა გვთავაზობს არის ეფექტური და მარტივად ინტეგრირებადი სერვისი, მრავალი უპირატესობით. ასევე ამ პლატფორმასთან ერთად საქართველოს ფოსტა გვთავაზობს უმნიშვნელოვანეს სერვისს, უფასო ექსპორტის დეკლარაციას, რაც გვაძლევს ეკონომიას თითო გზავნილზე“.- განაცხადა კომპანიის დამფუძვნებელმა გიორგი მიქაიამ

საქართველოს ფოსტის ახალი სერვისის მიმართ დიდი ინტერესი პლატფორმა b2c.ge - ის მართველმა პარტნიორმა - „"დღეს ძალიან დროული და მნიშვნელოვანი სერვისის პრეზენტაცია მოახდინა საქართველოს ფოსტამ.  წარმოდგენილია პროგრამული გადაწყვეტა (API), რომელიც ნებისმიერ  ონლაინ მაღაზიის მფლობელს საშუალებას აძლევს მსოფლიოს და რა თქმა უნდა საქართველოს ნებისმიერ წერტილში მიაწოდოს მომხმარებელს საკუთარი პროდუქცია. ეს სერვისი საკმაოდ მარტივი დასანარეგია ნებისმიერი ვებ-დეველოპერისთვის რადგან დღეს ხელმისაწვდომი გახდა სერვისის სრული დოკუმენტაცია. ჩვენ ჯგუფს გაგვაჩნია 10 წლიანი გამოცდილება საქართველოში ონლაინ მაღაზიების შექმნის და ძალიან კარგად გვესმის ამ სერვისის მნიშვნელობა ონლაინ მაღაზიის მფლობელებისთვის. ჩვენი ჯგუფი უკვე დღეიდან დაიწყებს საქართველოს ფოსტის პრეზენტირებული სერვისის ინტეგრაციას პლატფორმაზე www.b2c.ge რათა ჩვენს მომხმარებლებს მზა ელექტრონულ მაღაზიაში დავახვედროთ მიწოდების მზა სერვისი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილამდე“.- აცხადებს ალექსანდრე ცინცაძე

საქართველოს ფოსტაწარმოადგენს ლიდერ ეროვნულ საფოსტო ოპერატორს, რომლის ძირითადი საქმიანობაა მომხმარებლის უზრუნველყოფა უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით და გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ფოსტის 82 სერვის ცენტრი ფუნქციონირებს. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც საშუალებას აძლევს მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოემსახუროს მომხმარებლებს.