Georgian Post: სიახლეები - საქართველოს ფოსტის თანამშრომლების დაჯილდოება

სიახლეები

საქართველოს ფოსტის თანამშრომლების დაჯილდოება

9 თებერვალი

2017 წლის წარმატებული შედეგებისა და მნიშვნელოვანი მიღწევებისთვის საქართველოს ფოსტამ თანამშრომლები დააჯილდოვა.

საქართველოს ფოსტისთვის 2017 წელი მეტად მნიშვნელოვანი იყო. გატარდა მრავალი რეფორმა, დაინერგა ახალი პროდუქტები და განხორციელდა წარმატებული პროექტები, რის შედეგადაც კომპანიამ წელი მნიშვნელოვანი შედეგებით დაასრულა, რაც კომპანიის  თანამშრომლების და სწორი მენეჯმენტის დამსახურებაა.