ინდონეზია

წერილობითი კორესპონდენცია
ამანათი
EMS გზავნილი
შესატანად აკრძალული ნივთები
დამატებითი მოთხოვნები
 
გასაგზავნი წერილობითი კორესპონდენციის წონის/ზომის ზღვარი:
 
  • საფოსტობარათიმაქსიმალური წონა 20გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
  • წერილიმაქსიმალური წონა 250გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
  • მცირეპაკეტიმაქსიმალური წონა 2კგმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 50მმ.
  • ტომარამაქსიმალური წონა 30კგმაქსიმალურისიმაღლე - 80სმმაქსიმალური გარშემოწერილობა -120სმ.
 
 
გაგზავნისას მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის (CN23) რაოდენობა: 1
 
შესაძლებელიათუ არა დაზღვეული*  წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნა: არა
  
დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი: 0
 
 
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტირომელიც იგზავნება
შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.მომხმარებლის მიერ დასახელებული
დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.
 
 
გასაგზავნი ამანათის წონის/ზომის ზღვარი:
üმაქსიმალური წონა - 20 კგ;
üმაქსიმალური ზომა - 1,05მ X 1,05მ X 1,05მ (ან 2მ სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის, რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით);
 
შესაძლებელია თუ არა დაზღვეული* ამანათის გაგზავნა - არა;
დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი - 
 
შესაძლებელია თუ არა ამანათის საძიებო სისტემით სარგებლობა - დიახ;
 
საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა, რომელიც უნდა ახლდეს ამანათს ქვეყანაში შესვლისას - 1 ცალი;
ენა, რომელზეც უნდა შედგეს საბაჟო დეკლარაცია - ინგლისური;
 
ქვეყანაში შესვლისთვის დაწესებული გადასახადები/მოსაკრებლები:
üსაბაჟო დათვალიერების / ექსპერტიზის / კონტროლის გავლის ღირებულება - 20.000 ადგ.ვალუტა/$1.37;
üამანათის შიგთავსის ღირებულება, რომლის ზევითაც ის  ექვემდებარება გადასახადით დაბეგვრას 1.095.825 ადგ.ვალუტა/$75;
 
ხორციელდება თუ არა ამანათის ადრესატის მისამართზე მიტანა:
üუფასოდ - დიახ;
üდამატებითი საფასურის გადახდით - დიახ;
 
ჩაუბარებელი ამანათის შენახვის ვადა:
üმინიმალური - 30 დღე;
üმაქსიმალური - 2 თვე;
 
საფოსტო ადმინისტრაციის ვებ-გვერდი - www.posindonesia.co.id
 
 
*დაზღვეული ამანათი - რეგისტრირებული ამანათი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით. მომხმარებლის მიერ დასახელებული დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას. დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი. თუ გზავნილის გაგზავნის მომენტში გამოცხადებული SDR კურსის მიხედვით დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი აღემატება 10 000 ლარს, გზავნილის დაზღვევა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ 10 000 ლარის ფარგლებში.
 
გასაგზავნი EMS გზავნილის წონის/ზომის ზღვარი:
üმაქსიმალური წონა - 20 კგ;
üმაქსიმალური ზომა - 1,05მ X 1,05მ X 1,05მ (ან 2მ სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის, რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით);
 
დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი* - დოკუმენტისთვის არაუმეტეს 4000 ლარი,
საქონლისთვის - არაუმეტეს 10 000 ლარი;
 
საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა, რომელიც უნდა ახლდეს EMS გზავნილს მისი ქვეყანაში შესვლისას - 1 ცალი
 
ენა, რომელზეც უნდა შედგეს საბაჟო დეკლარაცია - ინგლისური
 
ქვეყანაში შესვლისთვის დაწესებული გადასახადები/მოსაკრებლები:
üსაბაჟო დათვალიერების / ექსპერტიზის / კონტროლის გავლის ღირებულება - 20 000 IDR/1.1 SDR;
üამანათის შიგთავსის ღირებულება, რომლის ზევითაც ის ექვემდებარება გადასახადით დაბეგვრას:
    ფიზიკური პირებისთვის 1 125 000 IDR/52.5 SDR;
    იურიდიული პირებისთვის 1 125 000 IDR/52.5 SDR;
    
რამდენჯერ ხორციელდება EMS გზავნილის ჩაბარების მცდელობა2-ჯერ
 
ჩაუბარებელი EMS გზავნილის შენახვის ვადა: 15 დღე;
 
მომსახურების დაფარვის ტერიტორია - სრული
 
ჩაბარების დღეები - 1/2/3/4/5
 
P.O. Box-ით ჩაბარება: დიახ
 
უქმე დღეები - 1,4,5 იანვარი, 5 თებერვალი, 6-8 მარტი, 3,17,19 აპრილი, 1,11,15,30 მაისი, 1,3-7 ივნისი, 23-25 ივლისი, 2,3,17 აგვისტო, 9 ნოემბერი, 7,11,24,25 დეკემბერი
 
საფოსტო ადმინისტრაციის ვებ-გვერდი www.posindonesia.co.id
 
 
*მომხმარებლის მიერ დასახელებული დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
     ტერმინთა განმარტებები
 
 
  •  აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
  •  გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
  •  უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
 
დეტალური ინფორმაცია სასაქონლო კოდებთად და მათ დასახელებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე (http://www.rs.ge/4509), ან შემდეგ მისამართზე:http://www.foreign-trade.com/reference/hscode.htm
 
სასურველი ნივთის მარტივად მოძების მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ctrl+F კომბინაცია. მარჯვენა ზედა კუთხეში გამოჩნდება საძიებო ველი, სადაც შესაძლებლობა გექნებათ ჩაწეროთ ნივთის დასახელება.Enter ღილაკზე ზემოქმედებით, განსხვავებული ფერით მოინიშნება თქვენს მიერ მითითებული საძიებო სიტყვა მთელ ტექსტში.
 
  

 

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეფუძნება ინდონეზიის ოფიციალურ წყაროს

 

შესატანად აკრძალული საგნები:
აბსენტი და მსგავსი სასმელები, ყვითელი ციების ვირუსები; თუთიყუშები და მათი ბუმბული; ცოცხალი ცხოველები; თივა, ფურაჟი; მცენარეები; ყალბი, დაზიანებული ან ფალსიფიცირებული ფულადი ნიშნები; საბანკო ბილეთები; საზღვარგარეთული ლატარიის  ბილეთები და პროსპექტები; უზნეო და უხამსი ხასიათის ნივთები; ინდონეზიის ეროვნული ვალუტა _ “რუპია”; ვერცხლი; ფეთქებადი ნივთიერებები; სამხედრო აღჭურვილობა; ასანთი; საზღვარგარეთული პუბლიკაციები; მონეტები; იარაღი; მეორადი მოხმარების ტანსაცმელი და ნივთები; რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
ოპიუმი, მორფი და სხვა გამაბრუებელი ნივთიერებები; ტყვიის მშრალი თეთრა, განკუთვნილი სამედიცინო ან სამეცნიერო მიზნებისათვის; მომწამვლელი ნივთიერებები და მედიკამენტები, ფარმაცევტული პრეპარატები, პროდუქტები და ნივთიერებები, რომლებიც მიეკუთვნებიან “აქტიურ მედიკამენტებს” - ინდონეზიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ადრესატისათვის გაცემული ნებართვით; დაკონსერვებული ხორცი ლითონის ან  მინის ტარით, ახალი ხილი, თესლი, ცოცხალი მცენარეები და მათი ნაწილები - გამგზავნი ქვეყნის მიერ გაცემული დაავადებების არარსებობის შესახებ სპეციალური სერტიფიკატით; ფუტკარი, წურბელა და აბრეშუმის ჭია, პარაზიტები და მავნე მწერთა გამანადგურებლები - შესაბამისი შეფუთვით; ოქრო, ძვირფასი ლითონები ნებისმიერი ფორმით, ვალუტა, ფასიანი ქაღალდები, საკრედიტო დოკუმენტები, თამასუქები და ქვითრები - ინდონეზიის კომპეტენტური ორგანოების მიერ ადრესატისათვის გაცემული ნებართვით; ფუფუნების საგნები - სპეციალური სერტიფიკატით; ფილმები - ჰერმეტულ ლითონის ყუთებში წარწერით “ფილმები”; იარაღი, საბრძოლო მასალები - თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ნებართვით; ხორცი - მხოლოდ დაკონსერვებული ან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან გამოგზავნილი; კაკაო - ოფიციალური სამეცნიერო დაწესებულების სერტიფიკატით; კარტოფილი - ქვეყნის ფიტოპათოლოგიის დაწესებულების სერტიფიკატით; სელი - ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნებართვით; ცელულოიდი - შესაბამისი შეფუთვით, წარწერით: “ცელულოიდი”; ლექსიკონები - კომერციის დეპარტამენტის ნებართვით; გაზეთები და პერიოდული გამოცემები - წესრიგის გამყარებისა და უშიშროების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით; კომბოსტო - სპეციალური სერტიფიკატით; ქაღალდის ფული - სოციალურ საქმეთა სამინისტროს ნებართვით.
 

სავალდებულო მოთხოვნები გზავნილებისთვის, რომლებიც ექვემდებარება     საბაჟო დეკლარაციას:
 
-CN23 EMS, CP72, CN22 და CN23 ფორმებში, ყველა ველი უნდა იყოს შევსებული ინგლისურად ან ინდონეზიურ ენაზე.
-დეტალურად და სრულად უნდა იყოს მოცემული გზავნილის შიგთავსი, HS კოდი (код ГС) და გზავნილში მოთავსებული თითოეული ნივთის ღირებულება.
-შეძლებისდაგვარად მითითებული იყოს გამგზავნის და ადრესატის ტელეფონის ნომრები.
-გზავნილს უნდა ახლდეს ყველა საჭირო დოკუმენტი (ინვოისი, ექსპორტის/იმპორტის ლიცენზია, სანიტარული სერთიფიკატი, წარმოშობის სერთიფიკატი)
გაითვალისწინეთ შემდეგი:
-კომერციული გზავნილის შემთხვევაში, თუ ცნობილია HS (код ТНВЭД) ტარიფის ნომერი (6 სიმბოლო), უნდა მიეთითოს CN22 ფორმაზე.
-კომერციული გზავნილის შემთხვევაში,  HS (код ТНВЭД) ტარიფის ნომერი (6 სიმბოლო) სავალდებულოა მიეთითოს CN23 ფორმაზე.