თურქმენეთი

მოცემულ ქვეყანაში წერილობითი კორესპონდენციის/ამანათის/EMS გზავნილის გაგზავნისას „საქართველოს ფოსტა“ მატერიალურ პასუხისმგებლობას არ იღებს იმ ზიანზე, რომელიც წარმოიშვება გზავნილის დაკარგვით, შიგთავსის მთლიანი ან ნაწილობრივი დაზიანებით, ქურდობით, გზავნილის უკან დაბრუნებით, ან ადრესატისთვის ჩაბარების ვადის დარღვევით

წერილობითი კორესპონდენცია
ამანათი
EMS გზავნილი
შესატანად აკრძალული ნივთები
 
გასაგზავნი წერილობითი კორესპონდენციის წონის/ზომის ზღვარი:
 
  • საფოსტობარათიმაქსიმალური წონა 20გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
  • წერილიმაქსიმალური წონა 250გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
  • მცირეპაკეტიმაქსიმალური წონა 2კგმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 50მმ.
  • ტომარამაქსიმალური წონა 30კგმაქსიმალურისიმაღლე - 80სმმაქსიმალური გარშემოწერილობა -120სმ.
 
 
გაგზავნისას მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის (CN23) რაოდენობა: 3
 
შესაძლებელიათუ არა დაზღვეული*  წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნა: არა
  
დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი: 0
 
 
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტირომელიც იგზავნება
შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.მომხმარებლის მიერ დასახელებული
დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.
 
 
გასაგზავნი ამანათის წონის/ზომის ზღვარი:
üმაქსიმალური წონა - 20 კგ;
üმაქსიმალური ზომა - 1,05მ X 1,05მ X 1,05მ (ან 2მ სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის, რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით);
 
შესაძლებელია თუ არა დაზღვეული* ამანათის გაგზავნა - დიახ;
დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი - 500 SDR**;
 
შესაძლებელია თუ არა ამანათის საძიებო სისტემით სარგებლობა - არა;
 
საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა, რომელიც უნდა ახლდეს ამანათს ქვეყანაში შესვლისას - 3 ცალი;
ენა, რომელზეც უნდა შედგეს საბაჟო დეკლარაცია - ინგლისური, რუსული, თურქმენული;
 
ქვეყანაში შესვლისთვის დაწესებული გადასახადები/მოსაკრებლები:
üსაბაჟო დათვალიერების / ექსპერტიზის / კონტროლის გავლის ღირებულება - $9.69;
üამანათის შიგთავსის ღირებულება, რომლის ზევითაც ის ექვემდებარება გადასახადით დაბეგვრას 1425 ადგ.ვალუტა/$500;
 
ხორციელდება თუ არა ამანათის ადრესატის მისამართზე მიტანა:
üუფასოდ - არა;
üდამატებითი საფასურის გადახდით - დიახ;
 
ჩაუბარებელი ამანათის შენახვის ვადა:
üმინიმალური - 
üმაქსიმალური - 
 
საფოსტო ადმინისტრაციის ვებ-გვერდი 
 
 
*დაზღვეული ამანათი - რეგისტრირებული ამანათი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით. მომხმარებლის მიერ დასახელებული დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას. დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი. თუ გზავნილის გაგზავნის მომენტში გამოცხადებული SDR კურსის მიხედვით დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი აღემატება 10 000 ლარს, გზავნილის დაზღვევა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ 10 000 ლარის ფარგლებში.
 
**SDR(სსუ) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი ფულადი ერთეული (სესხის სპეციალური უფლება) რომლის ღირებულებაც აშშ დოლარში ყოველდღიურად განისაზღვრება ლონდონის ბირჟაზე დაფიქსირებული სავალუტო გაცვლითიკურსის შესაბამისად და ქვეყნდება სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე.
 
გასაგზავნი EMS გზავნილის წონის/ზომის ზღვარი: მაქსიმალური წონა 20 კგ.
მაქსიმალური ზომა: 1.05მ.X1.05მ.X1.05მ. (ან 2მ. სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის,
რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).
 
მომსახურების ტერიტორია: მთელი ტერიტორია, გარდა სასოფლო რაიონებისა
 
ჩაბარების დღეები: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი
 
მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა: 4
 
ჩაბარების მცდელობის ოდენობა: 2
 
ჩაუბარებელი გზავნილის შენახვის ვადა: 14 დღე
 
P.O. Box-ით ჩაბარება: არა
   
 
 
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქვემოთჩამოთვლილი აკრძალული ნივთების გარდა, აღნიშნული ქვეყნის მიმართულებით იკრძალება ნებისმიერი სითხის შემცველი ნივთის გაგზავნა
 
 
 ტერმინთა განმარტებები
 
 
  •  აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
  •  გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
  •  უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
 
დეტალური ინფორმაცია სასაქონლო კოდებთად და მათ დასახელებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე (http://www.rs.ge/4509), ან შემდეგ მისამართზე:http://www.foreign-trade.com/reference/hscode.htm
 
სასურველი ნივთის მარტივად მოძების მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ctrl+F კომბინაცია. მარჯვენა ზედა კუთხეში გამოჩნდება საძიებო ველი, სადაც შესაძლებლობა გექნებათ ჩაწეროთ ნივთის დასახელება.Enter ღილაკზე ზემოქმედებით, განსხვავებული ფერით მოინიშნება თქვენს მიერ მითითებული საძიებო სიტყვა მთელ ტექსტში.
 
  
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეფუძნება თურქმენეთის ოფიციალურ წყაროს
 
შესატანად აკრძალული საგნები:

საკვები პროდუქტები, ნედლეული, და სხვა საქონელი: 

  • თუ მათი შენახვის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია დროის 70%-ზე ნაკლები (შენახვის ვადა აითვლება პროდუქტის დამზადების თარიღიდან); წარწერები და იარლიყები საკვები პროდუქტების შეფუთვაზე დამზადების თარიღის, შენახვის ვადის, ვარგისიანობის ვადის აღნიშვნით უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო აღიარებულ ქრონოლოგიურ სისტემას;
  • თუ საკვები პროდუქტები დამზადებულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებით;
  • თუ პროდუქტებში და სასმელებში (მზა პროდუქციაში, პოლისტიროლის ან "ტეტრპაკ"-ის ტიპის შესაფუთ მასალაში) ეთილის სპირტის შემცველობა აღემატება 18%-ს.


შენიშვნა: 
თურქმენეთის საფოსტო ადმინისტრაცია კრძალავს უბრალო და შეკვეთილ წერილებს ისეთი საგნების შიგთავსით, რომლებიც ექვემდებარება საბაჟო დაბეგვრას.