ეკვადორი

მოცემულ ქვეყანაში წერილობითი კორესპონდენციის/ამანათის/EMS გზავნილის გაგზავნისას „საქართველოს ფოსტა“ მატერიალურ პასუხისმგებლობას არ იღებს იმ ზიანზე, რომელიც წარმოიშვება გზავნილის დაკარგვით, შიგთავსის მთლიანი ან ნაწილობრივი დაზიანებით ან ქურდობით, გზავნილის უკან დაბრუნებით ან ადრესატისთვის ჩაბარების ვადის დარღვევით

წერილობითი კორესპონდენცია
ამანათი
EMS გზავნილი
შესატანად აკრძალული ნივთები
დამატებითი მოთხოვნები
 
გასაგზავნი წერილობითი კორესპონდენციის წონის/ზომის ზღვარი:
 
  •   საფოსტო ბარათი: მაქსიმალური წონა 20გრ. მაქსიმალური ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 5მმ.
  •   წერილი: მაქსიმალური წონა 250გრ. მაქსიმალური ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 5მმ.
  •   მცირე პაკეტი: მაქსიმალური წონა 2კგ. მაქსიმალური  ზომა - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 50მმ.
  •   M ტომარა: მაქსიმალური წონა 30კგ. მაქსიმალური სიმაღლე - 80სმ; მაქსიმალური გარშემოწერილობა -120სმ.
 
 
გაგზავნისას  მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის (CN23) რაოდენობა: 2
 
შესაძლებელია, თუ არა დაზღვეული*  წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნა: არა
 
დაზღვევის  მაქსიმალური ზღვარი: 0
 
 
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია - რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით, გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით. მომხმარებლის მიერ დასახელებული დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას. დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.
 
 
გასაგზავნი ამანათის წონის/ზომის ზღვარი:
üმაქსიმალური წონა - 20 კგ;
üმაქსიმალური ზომა - 1,05მ X 1,05მ X 1,05მ (ან 2მ სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის, რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით);
 
შესაძლებელია თუ არა დაზღვეული* ამანათის გაგზავნა - არა;
დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი - 
 
შესაძლებელია თუ არა ამანათის საძიებო სისტემით სარგებლობა - დიახ;
 
საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა, რომელიც უნდა ახლდეს ამანათს ქვეყანაში შესვლისას - 2 ცალი;
ენა, რომელზეც უნდა შედგეს საბაჟო დეკლარაცია - ესპანური;
 
ქვეყანაში შესვლისთვის დაწესებული გადასახადები/მოსაკრებლები:
üსაბაჟო დათვალიერების / ექსპერტიზის / კონტროლის გავლის ღირებულება - 
üამანათის შიგთავსის ღირებულება, რომლის ზევითაც ის ექვემდებარება გადასახადით დაბეგვრას 
 
ხორციელდება თუ არა ამანათის ადრესატის მისამართზე მიტანა:
üუფასოდ - არა;
üდამატებითი საფასურის გადახდით - არა;
 
ჩაუბარებელი ამანათის შენახვის ვადა:
üმინიმალური - 30 დღე;
üმაქსიმალური - 60 დღე;
 
საფოსტო ადმინისტრაციის ვებ-გვერდი www.correosdelecuador.gob.ec
 
 
*დაზღვეული ამანათი - რეგისტრირებული ამანათი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით. მომხმარებლის მიერ დასახელებული დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას. დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი. თუ გზავნილის გაგზავნის მომენტში გამოცხადებული SDR კურსის მიხედვით დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი აღემატება 10 000 ლარს, გზავნილის დაზღვევა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ 10 000 ლარის ფარგლებში.
 
გასაგზავნი EMS გზავნილის წონის/ზომის ზღვარი:
üმაქსიმალური წონა - 20 კგ;
üმაქსიმალური ზომა - 1,05მ X 1,05მ X 1,05მ (ან 2მ სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის, რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით);
 
დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი* - დოკუმენტისთვის არაუმეტეს 4000 ლარი,
საქონლისთვის - არაუმეტეს 10 000 ლარი;
 
საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა, რომელიც უნდა ახლდეს EMS გზავნილს მისი ქვეყანაში შესვლისას - 3 ცალი
 
ენა, რომელზეც უნდა შედგეს საბაჟო დეკლარაცია - ინგლისური
 
ქვეყანაში შესვლისთვის დაწესებული გადასახადები/მოსაკრებლები:
üსაბაჟო დათვალიერების / ექსპერტიზის / კონტროლის გავლის ღირებულება - 5 USD;
üამანათის შიგთავსის ღირებულება, რომლის ზევითაც ის ექვემდებარება გადასახადით დაბეგვრას:
    ფიზიკური პირებისთვის 
    იურიდიული პირებისთვის 
    
რამდენჯერ ხორციელდება EMS გზავნილის ჩაბარების მცდელობა2-ჯერ
 
ჩაუბარებელი EMS გზავნილის შენახვის ვადა: 15 დღე;
 
მომსახურების დაფარვის ტერიტორია - სრული
 
ჩაბარების დღეები - 1/2/3/4/5
 
P.O. Box-ით ჩაბარება: დიახ
 
უქმე დღეები - 1 იანვარი, 12-14,18 თებერვალი, 1,4,5,11-13 მარტი, 16,19,21,23,29,30 აპრილი, 3,12,13,24,27,29 მაისი, 23,25 ივნისი, 3,6,17,23,24,26,30 ივლისი, 5-7,9,18 აგვისტო, 21,24,28 სექტემბერი, 6,7,11,14,15,18,31 ოქტომბერი, 1,4,6,7,10-12,15 ნოემბერი, 6,8,22,25 დეკემბერი
 
საფოსტო ადმინისტრაციის ვებ-გვერდი www.correosdelecuador.gob.ec/rastreo-de-envios/
 
 
*მომხმარებლის მიერ დასახელებული დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
     ტერმინთა განმარტებები
 
 
  •  აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
  •  გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
  •  უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
 
დეტალური ინფორმაცია სასაქონლო კოდებთად და მათ დასახელებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე (http://www.rs.ge/4509), ან შემდეგ მისამართზე:http://www.foreign-trade.com/reference/hscode.htm
 
სასურველი ნივთის მარტივად მოძების მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ctrl+F კომბინაცია. მარჯვენა ზედა კუთხეში გამოჩნდება საძიებო ველი, სადაც შესაძლებლობა გექნებათ ჩაწეროთ ნივთის დასახელება.Enter ღილაკზე ზემოქმედებით, განსხვავებული ფერით მოინიშნება თქვენს მიერ მითითებული საძიებო სიტყვა მთელ ტექსტში.
 
  

 

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეფუძნება ეკვადორის ოფიციალურ წყაროს

 

შესატანად აკრძალული საგნები:
ყალბი მონეტები და ნებისმიერი კატეგორიისა და ქვეყნის ქაღალდის ფული; საგერბო მარკები; საგერბო ქაღალდი სახელმწიფოს ბეჭდით; მარკების დასამზადებელი მანქანები და ინსტრუმენტები; მონეტების, საბანკო ბილეთების, საფოსტო მარკების და სხვა ფასეულობათა იმიტაციების რეკლამები, ნუმიზმატიკური და ფილატელისტური კატალოგების; ფარმაცევტული პროდუქტები და მედიკამენტები, რომელთა შემადგენლობა უცნობია, აგრეთვე ის პროდუქტები და მედიკამენტები, რომლებიც იკრძალება სანიტარული ხელისუფლების მიერ; წვენები ან საკვები პროდუქტები ხრწნად მდგომარეობაში, აგრეთვე ჯანმრთელობისათვის ზიანის მომტანი ნივთიერებები, თუ აღნიშნული ფაქტი  მტკიცდება სანიტარული სამსახურების მიერ; აბსენტი და ლიქიორები;   10%-იანი სტეარინის შემცველი ცხიმები; კაუჩუკის ან მინის წვერიანი სარწყულებლები; ცოცხალი ცხოველები; მუნდშტუკები; მცენარეები, ნაყოფი და თესლი, რომლებიც შეიცავენ მავნე ან სასოფლო-სამეურნეო სამსახურების მიერ მავნედ გამოცხადებულ პარაზიტებს; ხანჯლები, კვერთხები, მარაოები და სხვა საგნები, რომლებიც შეიცავენ სამართებლის პირებს, ხმლისპირები, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღი; ფოსფორი განათებისათვის, მედიცინაში გამოსაყენებელი ფოსფორის გარდა; ტყავის, საფეიქრო ნაწარმისა და კაუჩუკისგან დამზადებული ფეხსაცმელი; მელნის წასაშლელი საშუალებები; ნებისმიერი სახისა და ნებისმიერი მასალის გეოგრაფიული რუქები, ჩალა პანამებისათვის ან ჩალის შლიაპები; უზნეო და ამორალური ხასიათის ბეჭდვითი ნაწარმოებები; აზარტული თამაშების საგნები აპარატები, ფულზე სათამაშო რულეტები; ესენციები; მონეტები; საფოსტო მარკები; წვენები; ჯანმრთელობისათვის მავნე კვების პროდუქტები და წვენები; ცხოველები; მცენარეები; იარაღი; რადიოაქტიური ნივთიერებები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
ფიჭვი _ ეკვადორის აღმასრულებელი ხელისუფლების წერილობითი ნებართვით; ასანთი - თუ შეტანა ხორციელდება კონცესიონური კომპანიის მეშვეობით; გადამუშავებული თამბაქო ან დასტებად დაფასოებული თამბაქო; პაპიროსის ქაღალდი - თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიღებულია აღმასრულებელი ხელისუფლების ნებვართვა; არაყი, სპირტი და სხვა პროდუქტები, რომლებიც მიიღება შაქრის ჭარხლისაგან, შაქრის ლერწმისაგან, რომის გარდა - თუ ისინი შეაქვთ ფარმაცევტულ და სხვა დაწესებულებებს სპეციალური ნებართვით; ეტიკეტები, ანაბეჭდები ან ნიშნები, რომელთა დამაზადებელი ფაბრიკის მარკა რეგისტრირებულია ეკვადორში, აგრეთვე მათი თვით დამამზადებლების მიერ იმპორტის შემთხვევაშიც - სპეციალური ნებართვით; ძვირფასი ქვები და ლითონები - შეიძლება გადაიგზავნოს შეკვეთილ გზავნილებებებში; გამაბრუებელი ნივთიერებები - საბაჟოების გენერალური დირექციის ან აღმასრულებელი ხელისუფლების ნებართვით; ასაფეთქებელი ნივთიერებები, ტყვია-წამალი - აღმასრულებელი ხელისუფლების ნებართვით;  მარილი (მხოლოდ პერუდან)  - აოიის პროვინციისათვის.
 

 
 

ყველა გზავნილზე აუცილებელია დატანილი იყოს ადრესატის საფოსტო ინდექსი;

 

 
მარტივი კატეგორიის გზავნილებზე დატანილი უნდა იყოს ადრესატის შესახებ სრული ინფორმაცია, კერძოდ:
- ადრესატის სახელი და გვარი;
- ქუჩის დასახელება, სახლის ან შენობის ნომერი;
- დანიშნულების ქალაქი ან დასახლება და საფოსტო ინდექსი;
- დანიშნულების ქვეყანა;
- ადრესატის ტელეფონის ნომერი;