ბრაზილია

წერილობითი კორესპონდენცია
ამანათი
EMS გზავნილი
შესატანად აკრძალული ნივთები
 
გასაგზავნი წერილობითი კორესპონდენციის წონის/ზომის ზღვარი:
 
  • საფოსტო ბარათიმაქსიმალური წონა 20გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
  • წერილიმაქსიმალური წონა 250გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
  • მცირე პაკეტიმაქსიმალური წონა 2კგმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 50მმ.
  • ტომარამაქსიმალური წონა 30კგმაქსიმალური სიმაღლე - 80სმმაქსიმალური გარშემოწერილობა -120სმ.
  
გაგზავნისას მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის (CN23) რაოდენობა: 2
 
შესაძლებელიათუ არა დაზღვეული*  წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნა: არა
 
აზღვევის მაქსიმალური ზღვარი: 0
  
 
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტირომელიც იგზავნება
შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.მომხმარებლის მიერ დასახელებული
დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.
 
 
გასაგზავნი ამანათის წონის/ზომის ზღვარი:
üმაქსიმალური წონა - 20 კგ;
üმაქსიმალური ზომა - 1,05მ X 1,05მ X 1,05მ (ან 2მ სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის, რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით);
 
შესაძლებელია თუ არა დაზღვეული* ამანათის გაგზავნა - დიახ;
დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი - 500 SDR**;
 
შესაძლებელია თუ არა ამანათის საძიებო სისტემით სარგებლობა - დიახ;
 
საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა, რომელიც უნდა ახლდეს ამანათს ქვეყანაში შესვლისას - 2 ცალი;
ენა, რომელზეც უნდა შედგეს საბაჟო დეკლარაცია - ინგლისური, ესპანური, პორტუგალიური;
 
ქვეყანაში შესვლისთვის დაწესებული გადასახადები/მოსაკრებლები:
üსაბაჟო დათვალიერების / ექსპერტიზის / კონტროლის გავლის ღირებულება - 15 BRL;
üამანათის შიგთავსის ღირებულება, რომლის ზევითაც ის ექვემდებარება გადასახადით დაბეგვრას $50;
 
ხორციელდება თუ არა ამანათის ადრესატის მისამართზე მიტანა:
üუფასოდ - დიახ;
üდამატებითი საფასურის გადახდით - არა;
 
ჩაუბარებელი ამანათის შენახვის ვადა:
üმინიმალური - 20 დღე;
üმაქსიმალური - 
 
საფოსტო ადმინისტრაციის ვებ-გვერდი www.correios.com.br
 
 
*დაზღვეული ამანათი - რეგისტრირებული ამანათი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით. მომხმარებლის მიერ დასახელებული დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას. დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი. თუ გზავნილის გაგზავნის მომენტში გამოცხადებული SDR კურსის მიხედვით დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი აღემატება 10 000 ლარს, გზავნილის დაზღვევა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ 10 000 ლარის ფარგლებში.
 
**SDR(სსუ) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი ფულადი ერთეული (სესხის სპეციალური უფლება) რომლის ღირებულებაც აშშ დოლარში ყოველდღიურად განისაზღვრება ლონდონის ბირჟაზე დაფიქსირებული სავალუტო გაცვლითიკურსის შესაბამისად და ქვეყნდება სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე.
 
გასაგზავნი EMS გზავნილის წონის/ზომის ზღვარი:
üმაქსიმალური წონა - 20 კგ;
üმაქსიმალური ზომა - 1,05მ X 1,05მ X 1,05მ (ან 2მ სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის, რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით);
 
დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი* - დოკუმენტისთვის არაუმეტეს 4000 ლარი,
საქონლისთვის - არაუმეტეს 10 000 ლარი;
 
საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა, რომელიც უნდა ახლდეს EMS გზავნილს მისი ქვეყანაში შესვლისას - 2 ცალი
 
ენა, რომელზეც უნდა შედგეს საბაჟო დეკლარაცია - ინგლისური
 
ქვეყანაში შესვლისთვის დაწესებული გადასახადები/მოსაკრებლები:
üსაბაჟო დათვალიერების / ექსპერტიზის / კონტროლის გავლის ღირებულება - 12 BRL;
üამანათის შიგთავსის ღირებულება, რომლის ზევითაც ის ექვემდებარება გადასახადით დაბეგვრას:
    ფიზიკური პირებისთვის 
    იურიდიული პირებისთვის 
    
რამდენჯერ ხორციელდება EMS გზავნილის ჩაბარების მცდელობა3-ჯერ
 
ჩაუბარებელი EMS გზავნილის შენახვის ვადა: 
 
მომსახურების დაფარვის ტერიტორია - სრული
 
ჩაბარების დღეები - 1/2/3/4/5
 
P.O. Box-ით ჩაბარება: დიახ
 
უქმე დღეები - 1,10,25 იანვარი, 4-6 მარტი, 19,21,23 აპრილი, 1 მაისი, 20 ივნისი, 9 ივლისი, 7,8 სექტემბერი, 12 ოქტომბერი, 2,15,20 ნოემბერი, 8,24,25,31 დეკემბერი
 
საფოსტო ადმინისტრაციის ვებ-გვერდი www2.correios.com.br/sistemas/rastreamento/
 
 
*მომხმარებლის მიერ დასახელებული დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
 
 
     ტერმინთა განმარტებები
 
 
  •  აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
  •  გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
  •  უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
 
დეტალური ინფორმაცია სასაქონლო კოდებთად და მათ დასახელებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე (http://www.rs.ge/4509), ან შემდეგ მისამართზე:http://www.foreign-trade.com/reference/hscode.htm
 
სასურველი ნივთის მარტივად მოძების მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ctrl+F კომბინაცია. მარჯვენა ზედა კუთხეში გამოჩნდება საძიებო ველი, სადაც შესაძლებლობა გექნებათ ჩაწეროთ ნივთის დასახელება.Enter ღილაკზე ზემოქმედებით, განსხვავებული ფერით მოინიშნება თქვენს მიერ მითითებული საძიებო სიტყვა მთელ ტექსტში.
 
  

 

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეფუძნება ბრაზილიის ოფიციალურ წყაროს

 

შესატანად აკრძალული საგნები:
ყველა სპირტიანი სასმელი; მალფუჭებადი ნივთიერებები; ცხოველები და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები (წურბელებისა და აბრეშუმის ჭიის გარდა); უკანონო სამკურნალო საშუალებები,  ნაადრევი მშობიარობის გამომწვევი სამედიცინო პრეპარატები; ცუდი სუნის გამავრცელებელი ნივთიერებები; მცენარეები ან მათი ნაწილები; ოქრო, პლატინა, ვერცხლი, ბრინჯაო, ნიკელი; მონეტები და ბანკნოტები, აგრეთვე ნებისმიერი ფასიანი ქაღალდები წარმომდგენზე; საიუველირო ნაკეთობანი; ძვირფასი ქვები ან მათი ნაკეთობანი; ნარკოტიკები; პროპაგანდისტული პუბლიკაციები; შეურაწმყოფელი ხასიათის მქონე საგნები; ფუტკარი; ყავის ხე; შაქრის ლერწამი, კაკაოს ხე; ბანანის ხე;  ევკალიპტი; ხელბორკილები; ქიმიური პროდუქტები; საავტორო უფლებები; წიგნები; ლატარიის ბილეთები; საფოსტო მარკები; რადიოაქტიური ნივთიერებები; თამბაქოს ნაწარმი და თამბაქოს შემცვლელებისაგან დამზადებული პროდუქტები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:
საქარინი და ანალოგიური ნივთიერებები (საქარინის შემცვლელები) - ადრესატისათვის ბრაზილიის ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული დეპარტამენტის მიერ გაცემული ნებართვით; სასმელების დასამზადებელი ესენციები, საღებავი ნივთიერებები, ვეტერინარული პრეპარატები, შრატები, ვაქცინები - ბრაზილიის შესაბამისი ხელისუფლების  ნებართვით; გასაგზავნი მედიკამენტები მიიღება გამგზავნის რეცეპტით, ბრაზილიელი ექიმის მიერ გამოწერილ ბლანკზე, რომელსაც აფთიაქები ღებულობენ, ექიმის გვარის, საცხოვრებელი ადგილის ან კაბინეტის, ეროვნული სამედიცინო საბჭოში მისი სარეგისტრაციო ნომრის მითითებით; ცხოველები, მიკრობები, შხამიანი ნივთიერებები - აღიარებულ ლაბორატორიებსა და ინსტიტუტებს შორის გაცვლისათვის; კარტოფილი, იონჯა, სიმინდი, ხილი, ციტრუსები - სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სერთიფიკატით წარმომავლობისა და სიჯანსაღის შესახებ; ბამბა - დეზინფექციის ცნობით; მწერები, ბაქტერიები, ნიადაგი, კომპოსტი (სასუქი) სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნებართვით.


შენიშვნა: 
ბრაზილიის საფოსტო ადმინისტრაცია არ მიიღებს შეკვეთილ გზავნილებებს მონეტების, საბანკო ბილეთების,  საკრედიტო ბილეთების ან რაიმე ფასეულობების წარმომდგენზე შიგთავსით, საგზაო ჩეკების, პლატინის, ოქროს ან ვერცხლის ნაკეთობების ან ამ ლითონების დაუმუშავებელი სახით, ძვირფასი ქვების, საიუველირო ნაკეთობებისა და სხვა ფასიანი საგნების შიგთავსით.