საუდის არაბეთი

წერილობითი კორესპონდენცია
ამანათი
EMS გზავნილი
შესატანად აკრძალული ნივთები
დამატებითი მოთხოვნები

  

გასაგზავნი წერილობითი კორესპონდენციის წონის/ზომის ზღვარი:
 
  • საფოსტო ბარათიმაქსიმალური წონა 20გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
  • წერილიმაქსიმალური წონა 250გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
  • მცირე პაკეტიმაქსიმალური წონა 2კგმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 50მმ.
  • ტომარამაქსიმალური წონა 30კგმაქსიმალური სიმაღლე - 80სმმაქსიმალური გარშემოწერილობა -120სმ.
  
გაგზავნისას მოთხოვნილი საბაჟო დეკლარაციის (CN23) რაოდენობა: 2
 
შესაძლებელიათუ არა დაზღვეული*  წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნა: არა
 
აზღვევის მაქსიმალური ზღვარი: 0
  
 
*დაზღვეული წერილობითი კორესპონდენცია რეგისტრირებული წერილი ან/და მცირე პაკეტირომელიც იგზავნება
შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით.მომხმარებლის მიერ დასახელებული
დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.
 
 
გასაგზავნი ამანათის წონის/ზომის ზღვარი:
üმაქსიმალური წონა - 20 კგ;
üმაქსიმალური ზომა - 1,05მ X 1,05მ X 1,05მ (ან 2მ სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის, რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით);
 
შესაძლებელია თუ არა დაზღვეული* ამანათის გაგზავნა - არა;
დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი - 
 
შესაძლებელია თუ არა ამანათის საძიებო სისტემით სარგებლობა - დიახ;
 
საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა, რომელიც უნდა ახლდეს ამანათს ქვეყანაში შესვლისას - 2 ცალი;
ენა, რომელზეც უნდა შედგეს საბაჟო დეკლარაცია - ინგლისური, არაბული;
 
ქვეყანაში შესვლისთვის დაწესებული გადასახადები/მოსაკრებლები:
üსაბაჟო დათვალიერების / ექსპერტიზის / კონტროლის გავლის ღირებულება - 
üამანათის შიგთავსის ღირებულება, რომლის ზევითაც ის ექვემდებარება გადასახადით დაბეგვრას 1000 ადგ.ვალუტა;
 
ხორციელდება თუ არა ამანათის ადრესატის მისამართზე მიტანა:
üუფასოდ - დიახ;
üდამატებითი საფასურის გადახდით - დიახ;
 
ჩაუბარებელი ამანათის შენახვის ვადა:
üმინიმალური - 1 თვე;
üმაქსიმალური - 
 
საფოსტო ადმინისტრაციის ვებ-გვერდი www.sp.com.sa
 
 
*დაზღვეული ამანათი - რეგისტრირებული ამანათი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით. მომხმარებლის მიერ დასახელებული დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას. დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი. თუ გზავნილის გაგზავნის მომენტში გამოცხადებული SDR კურსის მიხედვით დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი აღემატება 10 000 ლარს, გზავნილის დაზღვევა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ 10 000 ლარის ფარგლებში.

  

გასაგზავნი EMS გზავნილის წონის/ზომის ზღვარი:
üმაქსიმალური წონა - 20 კგ;
üმაქსიმალური ზომა - 1,05მ X 1,05მ X 1,05მ (ან 2მ სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის, რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით);
 
დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი* - დოკუმენტისთვის არაუმეტეს 4000 ლარი,
საქონლისთვის - არაუმეტეს 10 000 ლარი;
 
საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა, რომელიც უნდა ახლდეს EMS გზავნილს მისი ქვეყანაში შესვლისას - 3 ცალი
 
ენა, რომელზეც უნდა შედგეს საბაჟო დეკლარაცია - ინგლისური
 
ქვეყანაში შესვლისთვის დაწესებული გადასახადები/მოსაკრებლები:
üსაბაჟო დათვალიერების / ექსპერტიზის / კონტროლის გავლის ღირებულება -
üამანათის შიგთავსის ღირებულება, რომლის ზევითაც ის ექვემდებარება გადასახადით დაბეგვრას:
    ფიზიკური პირებისთვის -
    იურიდიული პირებისთვის -
    
რამდენჯერ ხორციელდება EMS გზავნილის ჩაბარების მცდელობა3-ჯერ
 
ჩაუბარებელი EMS გზავნილის შენახვის ვადა: 10 დღე;
 
მომსახურების დაფარვის ტერიტორია - სრული
 
ჩაბარების დღეები - 1/2/3/4/7
 
P.O. Box-ით ჩაბარება: დიახ
 
უქმე დღეები - 30,31 მაისი, 1-8 ივნისი, 8-17 აგვისტო, 23 სექტემბერი
 
საფოსტო ადმინისტრაციის ვებ-გვერდი www.ems.com.sa
 
 
*მომხმარებლის მიერ დასახელებული დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
 
 
     ტერმინთა განმარტებები
 
 
  •  აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
  •  გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
  •  უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
 
დეტალური ინფორმაცია სასაქონლო კოდებთად და მათ დასახელებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე (http://www.rs.ge/4509), ან შემდეგ მისამართზე:http://www.foreign-trade.com/reference/hscode.htm
 
სასურველი ნივთის მარტივად მოძების მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ctrl+F კომბინაცია. მარჯვენა ზედა კუთხეში გამოჩნდება საძიებო ველი, სადაც შესაძლებლობა გექნებათ ჩაწეროთ ნივთის დასახელება.Enter ღილაკზე ზემოქმედებით, განსხვავებული ფერით მოინიშნება თქვენს მიერ მითითებული საძიებო სიტყვა მთელ ტექსტში.
 
  

 

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეფუძნება საუდის არაბეთის ოფიციალურ წყაროს

 

შესატანად აკრძალული საგნები:
უხამსი და უცენზურო ხასიათის ნივთები; სპირტი; ლიქიორი; ჰაშიში; ალკოჰოლური სასმელები(არაყი, ღვინო, ლუდი და სხვა); ნარკოტიკები და ფსიქოტროპული ნივთიერებები; მონეტები, საბანკო ბილეთები, საკრედიტო ბილეთები ან სხვა ფასეულობები წარმომდგენზე; ძვირფასი ლითონები და მათი ნაწარმი; იარაღი; საბრძოლო მასალები; ასანთი; ანტიისლამური პუბლიკაციები; ისლამური რელიგიის პრინციპების საწინააღმდეგო ნივთები; საბანკო ბილეთები, ფულადი ნიშნები, სამოგზაურო ქვითრები, პლატინა, ოქრო, ვერცხლი ნაკეთობათა სახით ან დაუმუშავებელი, ძვირფასი ქვები და მათი ნაკეთობები და სხვა ძვირფასი ნივთები; ქიმიური სითხეები და ცეცხლსაქრობი პროდუქტები; ფეთქებადი, აალებადი და სხვა საშიში ნივთიერებები; რადიოაქტიური ნივთიერებები; მიმდინარე და პირადი მიმოწერის დოკუმენტები ან ყველა სახის კორესპონდენცია, რომელსაც ცვლიან ის პირები რომლებიც არ არიან მიმღები ან გამგზავნი; ნივთები, რომლებიც თავისი შინაარსით ან შეფუთვით საფრთხეს უქმნიან ფოსტის მუშაკებს, სვრის ან აფუჭებს სხვა გზავნილებს ან საფოსტო დანადგარებს. სითხეები და ის ნივთიერებები, რომლებიც სწრაფად გადადიან თხევად მდგომარეობაში; მინის საგნები ან ანალოგიური მსხვრევადი ან მალფუჭებადი საგნები.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:

ყველა სახის მედიკამენტები - მიიღება მხოლოდ საუდის არაბეთის კომპეტენტური ოფიციალური ორგანოების მიერ გაცემული სამედიცინო რეცეპტებით; ცხოველური და მცენარეული წარმომავლობის სოკოს გადაგზავნა დაშვებულია მხოლოდ კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული ნებართვით.


შენიშვნა: 
საუდის არაბეთის საფოსტო ადმინისტრაცია არ ღებულობს უბრალო და შეკვეთილ საფოსტო გზავნილებს, რომელთა შიგთავსი ექვემდებარება საბაჟო დაბეგვრას.
 

  

 წერილობით კორესპონდენციაზე და ამანათებზე, რომლებიც იგზავნება საუდის არაბეთში  დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია სწორად და სრულად:

 

 

ადრესატის მისამართზე ჩაბარებისას:

 

- ადრესატის სრული დასახელება;  

- სახლის ან კორპუსის ნომერი, ქუჩის და რაიონის დასახელება;

- დასახლებული პუნქტის დასახელება, საფოსტო ინდექსი და დამატებითი ნომერი;

- ქვეყნის დასახელება;

- გამგზავნის და ადრესატის ტელეფონის ნომრები (თუ ცნობილია);

- გამგზავნის სრული დასახელება და მისამართი.

 

 

 

საფოსტო ყუთით ჩაბარებისას:

 

- ადრესატის სრული დასახელება;

- საფოსტო ყუთის ნომერი;

- დასახლებული პუნქტის დასახელება და საფოსტო ინდექსი.

- ქვეყნის დასახელება;

- გამგზავნის სრული დასახელება და მისამართი.



 




საუდის არაბეთში მოქმედი რეგულაციების თანახმად, ადრესატი, საქონლის შემცველი გზავნილის მიღებისას, ვალდებულია გადაიხადოს გზავნილის შიგთავსის ღირებულების 5 % (დღგ), წინააღმდეგ შემთხვევაში გზავნილის ჩაბარება ადრესატისთვის ვერ მოხდება. ადრესატის მიერ თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც საფოსტო ოფისში ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით - გზავნილის ჩაბარების მიზნით მის მისამართზე კურიერის ვიზიტის განხორციელებისას.
გასათვალისწინებელია, რომ CN23 ფორმა შევსებული უნდა იყოს სრულად და სწორად (სასურველია შიგთავსის ღირებულება  მითითებულ იქნას აშშ დოლარში).