სახმელეთო ამანათი

 

სახმელეთო ამანათის ქვეყნის გარეთ

გაგზავნის პირობები

 

სარჩევი

1.     მოქმედების სფერო. 2

2.     ქვეყნის გარეთ გასაგზავნი სახმელეთო ამანათის მახასიათებლები. 2

3.     სახმელეთო ამანათის მიღება ქვეყნის გარეთ გასაგზავნად.. 3

4.     გასაგზავნად მიღებული სახმელეთო ამანათის გაგზავნის, ტრანსპორტირებისა და ჩაბარების ვადები. 4

5.     აკრძალული და პირობითად დაშვებული პროდუქტების ჩამონათვალი სახმელეთო ამანათებისთვის. 5

6.     სახმელეთო ამანათის დამატებითი სერვისები. 6

7.     პასუხისმგებლობა და ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა 6

8. დასკვნითი დებულებები. 8

დანართი №1. 9

დანართი2. 10

 

1.      მოქმედების სფერო

 

1.1. წინამდებარე დოკუმენტში აღწერილია სახმელეთო ამანათის (შემდგომში ასევე მოხსენიებული როგორც: „ამანათიდა/ანგზავნილი“) ქვეყნის გარეთ გაგზავნის პირობები. დოკუმენტი განკუთვნილია შპსსაქართველოს ფოსტისმომხმარებლისთვის და ასევე კომპანიის ყველა იმ პოზიციის თანამშრომელთათვის, ვინც უზრუნველყოფს სახმელეთო ამანათის გაგზავნასთან  დაკავშირებული ოპერაციების შესრულებასა და კონსულტაციის გაწევას.

1.2. ის საკითხები, რომლებიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე დოკუმენტით, რეგულირდებამომხმარებლის სახელმძღვანელოსდებულებებით.

 

 

2.      ქვეყნის გარეთ გასაგზავნი სახმელეთო ამანათის მახასიათებლები

 

2.1. ქვეყნის გარეთ გასაგზავნი სახმელეთო ამანათი არის ამანათის სახეობა, რომელსაც შპს საქართველოს ფოსტამომხმარებლისგან იღებს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სერვისცენტრების საშუალებით. ამასთან, თუ გამგზავნს კორპორატიული მომხმარებელი წარმოადგენს, მას საშუალება აქვს ამანათის გაგზავნა მოახდინოს კურიერის გამოძახების საშუალებით.

2.2. სახმელეთო ამანათის როგორც გამგზავნი, ასევე ადრესატი შესაძლოა იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი, ხოლო კორპორატიული მომხმარებლის შემთხვევაში გამგზავნი ასევე შესაძლებელია იყოს იურიდიული პირი, რომელიც არეგისტრირებს გზავნილებს საფოსტო პროგრამაში (APP).

2.3. შპსსაქართველოს ფოსტასახმელეთო ამანათის გაგზავნას ახორციელებს შემდეგი ქვეყნების მიმართულებით:

2.3.1 საბერძნეთი - სახმელეთო ამანათი იგზავნება მოკითხვამდე პირობით. სახმელეთო ამანათის ადრესატისათვის ჩაბარება ხორციელდება შპსსაქართველოს ფოსტისაგენტების ოფისებში, რომელთა მისამართებიც მოცემულია №2 დანართში.

2.3.2 ესპანეთი - სახმელეთო ამანათი იგზავნება მოკითხვამდე პირობით. სახმელეთო ამანათის ადრესატისათვის ჩაბარება ხორციელდება შპსსაქართველოს ფოსტისაგენტის ოფისში, რომელის მისამართიც მოცემულია №2 დანართში.

2.3.3 იტალია - სახმელეთო ამანათი იგზავნება მოკითხვამდე პირობით. სახმელეთო ამანათის ადრესატისათვის ჩაბარება ხორციელდება შპსსაქართველოს ფოსტისაგენტების ოფისებსა და გზავნილების გაცემის პუნქტებში, რომელთა მისამართებიც მოცემულია №2 დანართში.

2.3.4 საფრანგეთი - სახმელეთო ამანათი იგზავნება მოკითხვამდე პირობით. სახმელეთო ამანათის ადრესატისათვის ჩაბარება ხორციელდება შპსსაქართველოს ფოსტისაგენტების ოფისებსა და გზავნილების გაცემის პუნქტებში, რომელთა მისამართებიც მოცემულია №2 დანართში.

2.3.5 გერმანია - ამანათი იგზავნება მისამართზე ჩაბარების პირობით. სახმელეთო ამანათის ადრესატისთვის ჩაბარება ხორციელდება შპს „საქართველოს ფოსტის“ აგენტის წარმომადგენლის (კურიერის) მიერ, ადრესატის მისამართზე, ყველა იმ ქალაქში, რომლებიც მოცემულია #2 დანართში.

2.3.6. შვეიცარია - ამანათი იგზავნება მისამართზე ჩაბარების პირობით. სახმელეთო ამანათის ადრესატისთვის ჩაბარება ხორციელდება შპს “საქართველოს ფოსტის“ აგენტის წარმომადგენლის(კურიერის) მიერ, ადრესატის მისამართზე, ყველა იმ ქალაქში რომლებიც მოცემულია #2 დანართში.

2.3.7. პოლონეთი - სახმელეთო ამანათი იგზავნება მოკითხვამდე პირობით. სახმელეთო ამანათის ადრესატისათვის ჩაბარება ხორციელდება გზავნილების გაცემის პუნქტში, რომლის მისამართიც მოცემულია №2 დანართში. 

2.3.8. ავსტრია - ამანათი იგზავნება მისამართზე ჩაბარების პირობით. სახმელეთო ამანათის ადრესატისთვის ჩაბარება ხორციელდება შპს “საქართველოს ფოსტის“ აგენტის წარმომადგენლის(კურიერის) მიერ, ადრესატის მისამართზე, ყველა იმ ქალაქში რომლებიც მოცემულია #2 დანართში.

2.3.9. ჩეხეთი - სახმელეთო ამანათი იგზავნება მოკითხვამდე პირობით. სახმელეთო ამანათის ადრესატისათვის ჩაბარება ხორციელდება გზავნილების გაცემის პუნქტში, რომლის მისამართიც მოცემულია №2 დანართში. 

2.4.  შპსსაქართველოს ფოსტისმიერ  სახმელეთო ამანათის დაზღვევა არ ხდება.

2.5. სახმელეთო ამანათის  წონა არ უნდა აღემატებოდეს 20 კგ-, ხოლო მედიკამენტების შემთხვევაში - 300 გრამსსახმელეთო ამანათის ზომა არ უნდა აჭარბებდეს 80სმX80სმX80სმ-ს.

2.6. სახმელეთო ამანათის გაგზავნის ღირებულება (გარდა მედიკამენტებისა) გამოითვლება ფაქტიური წონისა და შპსსაქართველოს ფოსტის“  მიერ ამავე კატეგორიის გზავნილზე 1 კგ-სთვის დადგენილი ტარიფის ნამრავლით. 1 კგ-მდე წონის ამანათის გაგზავნის შემთხვევაში გამგზავნი/ადრესატი  იხდის ფიქსირებულ - 1კგ-სთვის დადგენილ ტარიფს.

2.6.1. გერმანიის მიმართულებით გაგზავნის შემთხვევაში, სახმელეთო ამანათის გაგზავნის ღირებულება (გარდა მედიკამენტებისა),  გამოითვლება ფაქტიური წონისა და შპს „საქართველოს ფოსტის“  მიერ ამავე კატეგორიის გზავნილზე 1 კგ-სთვის დადგენილი ტარიფის ნამრავლით. 5 კგ-მდე წონის ამანათის გაგზავნის შემთხვევაში გამგზავნი/ადრესატი იხდის ფიქსირებულ - 5 კგ-სთვის დადგენილ ტარიფს. სახმელეთო ამანათით მედიკამენტების გაგზავნის შემთხვევაში გამგზავნი იხდის ფიქსირებულ ტარიფს.

2.7. სახმელეთო ამანათით მედიკამენტების გაგზავნის შემთხვევაში გამგზავნი/ადრესატი იხდის ფიქსირებულ ტარიფს.

2.8. სახმელეთო ამანათის ქვეყნის გარეთ გაგზავნის მომსახურების ღირებულების გადახდა შესაძლებელია როგორც მისი გაგზავნისას - გამგზავნის მიერ, ასევე ადრესატის მიერ - სახმელეთო ამანათის მისთვის ჩაბარებისას.

2.9. კორპორატიული მომხმარებლის შემთხვევაში ანგარიშწორების პირობა განისაზღვრება ყოველი თვის ბოლოს, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

2.10. კორპორატიული მომხმარებლის მხრიდან სახმელეთო ამანათი რეგისტრირდება საფოსტო პროგრამაში (APP) „საფოსტო პროგრამის მოხმარების ინსტრუქციის“ თანახმად.

2.11.კორპორატიული მომხმარებლის მიერ სახმელეთო ამანათის ფასდადებით პირობით გაგზავნა არ ხორციელდება.

2.12.ადრესატისათვის ჩაუბარებელი სახმელეთო ამანათის უკან გამგზავნისათვის დაბრუნება არ ხორციელდება. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხდება სახმელეთო ამანათის ადრესატისათვის ჩაბარება (მათ შორის, თუ ადრესატი უარს განაცხადებს სახმელეთო ამანათის ჩაბარებაზე), მისი მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, ის განადგურდება ადგილზე.  

 

 

3.      სახმელეთო ამანათის მიღება ქვეყნის გარეთ გასაგზავნად

 

 
3.1.    შპს „საქართველოს ფოსტა“ სახმელეთო ამანათის მიღებას ქვეყნის გარეთ გასაგზავნად ახორციელებს სერვისცენტრებისა 
და კურიერების (კორპორატიული მომსახურების ფარგლებში)  მეშვეობით,  ყოველ სამუშაო დღეს.
გასათვალისწინებელიათბილისის სერვისცენტრების გარდანებისმიერ სხვა სერვისცენტრში სახმელეთო ამანათის შაბათ 
დღეს მიღების შემთხვევაში, მისი გაგზავნა ვერ განხორციელდება 4.1. პუნქტით განსაზღვრულ დღეს (ორშაბათს).  
აღნიშნულიდან გამომდინარეთბილისის სერვისცენტრების გარდანებისმიერ სხვა სერვისცენტრში შაბათ დღეს მალფუჭებადი 
პროდუქტის შემცველი სახმელეთო გზავნილის მიღება არ არის რეკომენდირებული.
თუ გამგზავნი არ ითვალისწინებს შპს „საქართველოს ფოსტის“ რეკომენდაციასასეთი გზავნილის გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ 
გამგზავნის მიერ გაგზავნის საფასურის გადახდის პირობით.
3.2. გასაგზავნად მიღებულ სახმელეთო ამანათს ენიჭება საიდენტიფიციკაციო კოდი (შტრიხ კოდი).
3.3. სახმელეთო ამანათის სათანადოდ შეფუთვაზე პასუხისმგებელია გამგზავნისახმელეთო ამანათი უნდა შეიფუთოს უსაფრთხოდ 
და ისეთი წესითრომ არ მოხდეს მისი შიგთავსის დაზიანება ტრანსპორტირების დროსამასთანასეთმა შეფუთვამ არ უნდა დააზიანოს 
სხვა სახმელეთო ამანათები ტრანსპორტირების დროს და არ უნდა შეუქმნას პრობლემები პირებს,  ვინც განახორციელებენ სახმელეთო 
ამანათების შემდგომ დამუშავებასტრანსპორტირებასა ან/და დასაწყობებას.
3.4. ამანათის შიგთავსი უნდა მოთავსდეს ყუთშირომელიც გარედან უნდა დაილუქოს შპს „საქართველოს ფოსტის“ ბრენდირებული 
წებოვანი ლენტითთხევადი და სითხის შემცველი პროდუქცია უნდა მოთავსდეს პლასტმასის კონტეინერში/ბოთლში.
3.5. გამგზავნს უფლება არ აქვს სახმელეთო ამანათით გააგზავნოს ის ნივთები და საქონელირომელთა გაგზავნაც აკრძალულია 
წინამდებარე დოკუმენტის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

 

 

 

 

4.    გასაგზავნად მიღებული სახმელეთო ამანათის გაგზავნის, ტრანსპორტირებისა და ჩაბარების ვადები

 

   4.1. სახმელეთო ამანათების გაგზავნას შპსსაქართველოს ფოსტაახორციელებს მხოლოდ კვირაში ერთხელ, ყოველ ორშაბათ დღეს.

   4.2. დანიშნულების ქვეყანაში შპს „საქართველოს ფოსტის“ აგენტების ოფისების მისამართებზე სახმელეთო ამანათის  მიწოდება ხორციელდება №1 დანართში მოცემულ ვადებში.

    4.3. სახმელეთო ამანათის შპსსაქართველოს ფოსტისაგენტების ოფისებამდე ტრანსპორტირების შემდგომ, ადრესატი უფლებამოსილია შპსსაქართველოს ფოსტისაგენტის მიერ სახმელეთო ამანათის მიღებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში განახორციელოს ვიზიტი აგენტის ოფისში და ჩაიბაროს სახმელეთო ამანათი, თუ სახმელეთო ამანათი ისეთ ქალაქში იგზავნება, სადაც აგენტის ოფისის ნაცვლად მხოლოდ გაცემის პუნქტია (ინფორმაცია გაცემის პუნქტების შესახებ მოცემულია №2 დანართში), ადრესატს გზავნილის ჩაბარების საშუალება ექნება მხოლოდ ასეთი გაცემის პუნქტების სამუშაო დღეებსა და საათებში.

      4.4. გერმანიის და შვეიცარიის შემთხვევაში -  სახმელეთო ამანათის შპს „საქართველოს ფოსტის“ აგენტის ოფისამდე ტრანსპორტირების შემდგომ, აგენტი ოფისის წარმომადგენელია(კურიერი) აუცილებელი წესით ახდენს სატელეფონო კომუნიკაციას ადრესატთან, რომელთანაც აზუსტებს მის მისამართსა და ჩაბარების  დროს და მხოლოდ ამის შემდგომ ახორციელებს ვიზიტს ადრესატთან გზავნილის ჩაბარების მიზნით, კურიერის მიერ ადრესატთან ვიზიტი ხორციელდება ერთჯერადად, იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხდება გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება, კურიერი აბრუნებს გზავნილს აგენტის ოფისში, ამის შემდგომ, ადრესატს შესაძლებლობა აქვს შპსსაქართველოს ფოსტისაგენტის მიერ სახმელეთო ამანათის მიღებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში განახორციელოს ვიზიტი აგენტის ოფისში (შტუტგარტსა და ნიურნბერგში) და ჩაიბაროს სახმელეთო ამანათი.

 

 

5. აკრძალული და პირობითად დაშვებული პროდუქტების ჩამონათვალი სახმელეთო ამანათებისთვის

 

5.1. სახმელეთო ამანათით დაუშვებელია იმ საგნების, ნივთიერებების, ცხოველების, პროდუქტების ან მასალების გაგზავნა, რაც სტანდარტულად არის აკრძალული საფოსტო გზავნილებით გაგზავნისას (https://www.gpost.ge/?site-lang=ka&site-path=help/restrictions/ ), გარდა ამისა, ასევე დაუშვებელია შემდეგი საგნების გაგზავნა:

5.1.1. თამბაქო და თუთუნი;

5.1.2. ხორცი და ხორცის ნაწარმი;

5.1.3. ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები.

5.1.4.  პირადობის დამადასტურებელი ნებისმიერი დედანი დოკუმენტი (პასპორტი; პირადობის მოწმობა; ბინადრობის მოწმობა; მართვის მოწმობა);

      5.1.5. ძვირფასი ლითონი და/ან ქვები, ასევე მათი ნაკეთობები; 

5.2. ქვემოთ ჩამოთვლილი საგნების გაგზავნა დასაშვებია მხოლოდ შემდეგი ოდენობით და პირობებით:

      5.2.1.    თაფლი არაუმეტეს  ½კგ-სა;

5.2.2.  ნებისმიერი სახის ყველი - არაუმეტეს 2 კგ-სა (მოთავსებული ჰერმეტულად, დახურულ პლასტმასის კონტეინერში, სითხის გარეშე);

5.2.3. ალკოჰოლური სასმელებიდან:

ა) ღვინო და ლუდი ჯამში - არაუმეტეს 5 (ხუთი) ლიტრისა.  ამასთან: 

Ø არაქარხნული წარმოების ასეთი სასმელი მოთავსებული უნდა იყოს პლასტმასის ბოთლში;

Ø ქარხნულად ჩამოსხმული თითოეული სახეობის (ღვინო და ლუდი) სასმელის რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 2 (ორი) ბოთლს ისე, რომ საერთო მოცულობამ არ გადააჭარბოს 5 (ხუთი) ლიტრს. 

    ბ) სხვა ნებისმიერი სახის ალკოჰოლური სასმელი - არაუმეტეს 1 (ერთი) ლიტრისა. ამასთან, არაქარხნული წარმოების ასეთი სასმელი მოთავსებული უნდა იყოს პლასტმასის ბოთლში.

5.2.4.  სხვა თხევადი და ბლანტი სახის კვების პროდუქტებიმოთავსებული პლასტმასის  ბოთლებში;

 

5.2.5.  დაუშვებელია სახმელეთო ამანათით მხოლოდ დოკუმენტის გაგზავნა. დოკუმენტი უნდა გაიგზავნოს მხოლოდ სხვა საქონელთან/პროდუქტთან  ერთად. 

5.2.6.  მედიკამენტები ქარხნული შეფუთვით - არაუმეტეს 300 გრამისა. ამასთან:

) ერთი სახეობის აბები - არაუმეტეს 10 (ათი) ფირფიტისა;

) სხვა ტიპის (მათ შორის, სითხის შემცველი) მედიკამენტები - არაუმეტეს 300 გრამისა.

 

შენიშვნამედიკამენტების გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ცალკე სახმელეთო ამანათის სახით, მასთან ერთად სხვა რაიმე საქონლის/პროდუქტის გაგზავნა დაუშვებელია. ამასთან, აკრძალულია ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების გაგზავნა

5.2.7. მსხვრევადი ნივთ(ებ)ის (მათ შორის ტელევიზორი; მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ჭურჭელი და სხვა) გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ გამგზავნის რისკით, შევსებული და ხელმოწერილი განაცხადის საფუძველზე (იხ. დანართი #3). შესაბამისად „საქართველოს ფოსტა“ არ იღებს პასუხისმგებლობას გზავნილის შიგთავსის დაზიანების გამო.

 

 

 

 

6.      სახმელეთო ამანათის დამატებითი სერვისები

 

6.1. ქვეყნის ტერიტორიის დატოვებამდე გზავნილის გაგზავნაზე უარის თქმა ხორციელდება შპსსაქართველოს ფოსტისსერვისცენტრში მიმართვის გზით და საშუალებას აძლევს გამგზავნს უარი თქვას შპსსაქართველოს ფოსტისთვისგადაცემული გზავნილის შემდგომ გაგზავნაზე.

6.1.1. სერვისით სარგებლობა ფასიანია და ის შეადგენს გაგზავნის ღირებულების 50%-ს. ამასთან, თუ დასაბრუნებელი ამანათის გაგზავნის ღირებულება გადახდილი არ არის გაგზავნისას, გამგზავნმა ამანათის დაბრუნებამდე უნდა გადაიხადოს შპსსაქართველოს ფოსტისმიერ დაწესებული ტარიფი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გზავნილის მისთვის უკან დაბრუნება არ მოხდება და გზავნილი გადავა შპს საქართველს ფოსტისსაკუთრებაში. ტარიფი არ აიღება იმ შემთხვევაში, თუ სახმელეთო ამანათის უკან დაბრუნებას გამგზავნი მოითხოვს მისი გაგზავნის დღესვე.

6.1.2. მომხმარებელი (გამგზავნი) შეძლებს აღნიშნული სერვისით სარგებლობას იმ შემთხვევაში, თუ მისი მხრიდან გზავნილის გაგზავნაზე უარის თქმის განაცხადი დაფიქსირდება გზავნილის შპსსაქართველოს ფოსტისთვისგადაცემიდან არაუგვიანეს პარასკევს 17:00 საათამდე, შესაბამისად მომხმარებლის მიერ, ამანათის შაბათ დღეს გასაგზავნად ჩაბარების შემთხვევაში, იგი აღნიშნული სერვისით ვერ ისარგებლებს. გამონაკლისია თბილისის სერვისცენტრები, სადაც აღნიშნული განცხადების დაფიქსირება შესაძლებელია, დამატებით შაბათ დღესაც - 14:00 საათამდე და სერვისით სარგებლობა ასევე შეუძლია შაბათ დღეს 14:00 საათამდე ჩაბარებულ გზავნილებზე.

6.1.3. სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, სახმელეთო ამანათის უკან დაბრუნება ხდება სერვისცენტრშივე, ხოლო გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად გამგზავნი ავსებს რეკლამაციის განაცხადს, რომელიც იმავე დღეს იგზავნება ხარისხის მართვის დეპარტამენტში და შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, გადახდილი თანხის 50% უკან უბრუნდება გამგზავნს.

6.1.4. თუ გამგზავნი გზავნილის უკან დაბრუნებას მოითხოვს გზავნილის გაგზავნის დღესვე და წარმოადგენს გადახდის დამადასტურებელი ქვითარს, მას გზავნილი დაუბრუნდება და გადახდილი გაგზავნის ღირებულება აუნაზღაურდება სრულად - სერვისცენტრშივე. იმ შემთხვევაში, თუ გამგზავნი ვერ შეძლებს გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენას, თანხის ასანაზღაურებლად გამგზავნმა უნდა შეავსოს რეკლამაციის განაცხადი, რომლის საფუძველზეც კომპანიის შიდა პროცედურების გავლის შედეგად მას უკან დაუბრუნდება გადახდილი ღირებულების 50%.

სახმელეთო ამანათის გამგზავნს უფლება აქვს მოითხოვოს გზავნილის გადამისამართება, რომელიც ხორციელდება  „გზავნილის გადამისამართების წესი“-ს შესაბამისად.

 

7.            პასუხისმგებლობა და ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა

 

7.1.   შპსსაქართველოს ფოსტამატერიალურ პასუხისმგებლობას იღებს იმ ზიანზე, რომელიც წარმოიშვება მისი ბრალით სახმელეთო ამანათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში. ამასთან, სახმელეთო ამანათი დაზიანებულად მიიჩნევა მხოლოდ მისი გარე შეფუთვის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში.

7.2. გზავნილი ითვლება დაკარგულად, თუ აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია შპს საქართველოს ფოსტისაგენტის მიერ ან თუ სახმელეთო ამანათის  შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა მისი გაგზავნიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის  განმავლობაში.

7.3.  შპსსაქართველოს ფოსტაარ აგებს პასუხს საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული გზავნილების მიმართ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

7.4.    შპსსაქართველოს ფოსტისპასუხისმგებლობა ასევე გამოირიცხება:

Ø დაუძლეველი ძალით გამოწვეული გარემოებების  დადგომის შემთხვევაში;

Ø შემთხვევებში, როცა შპსსაქართველოს ფოსტასარ შეუძლია განახორციელოს გზავნილების აღრიცხვა, სამსახურეობრივი დოკუმენტების დაუძლეველი ძალის  შედეგად  განადგურების გამო;

Ø თუ გზავნილის დაკარგვა, მისი შიგთავსის არარსებობა ან დაზიანება გამოწვეულია გამგზავნის ბრალით ან დაუდევრობით (მათ შორის, არასათანადო შეფუთვით) ან შიგთავსის  თვისებებით;

Ø იმ სახმელეთო ამანათების მიმართ, რომელიც შეიცავს  გასაგზავნად აკრძალულ საგნებს;

Ø იმ სახმელეთო ამანათების მიმართ, რომლის გაგზავნაც დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებული პირობით (მაგ. თუ სახმელეთო ამანათი შეფუთული უნდა იყოს განსაზღვრული სახით), ასეთი პირობის დაუცველობის შემთხვევაში;

Ø მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, სახელმწიფო ორგანოების მიერ სახმელეთო ამანათის დაკავების, განადგურების  ან მისი კონფისკაციის შემთხვევაში;

Ø თუ ანაზღაურების მიღების მიზნით გამგზავნი არაკეთილსინდისიერად მოქმედებს;

Ø თუ მომხმარებელმა რეკლამაციით არ მიმართა შპსსაქართველოს ფოსტასსახმელეთო ამანათის გაგზავნის დღის მომდევნო დღიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში;

7.5. სახმელეთო ამანათის დაკარგვის შემთხვევაში, შპსსაქართველოს ფოსტაგამგზავნს უნაზღაურებს გადახდილ ტრანსპორტირების საფასურს, აგრეთვე არაუმეტეს 1 (ერთი) ლარს თითოეულ კილოგრამზე.

7.6. სახმელეთო ამანათის შიგთავსის ნაწილობრივი დაკარგვის შემთხვევაში, შპსსაქართველოს ფოსტისმიერ ანაზღაურება განხორციელდება დაკარგულ თითოეულ კილოგრამზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით

7.7. სახმელეთო ამანათის დაზიანებულად მიჩნევის შემთხვევაში, შპსსაქართველოს ფოსტისმიერ ანაზღაურება განხორციელდება სახმელეთო ამანათის დაზიანებულ/დაკარგულ თითოეულ კილოგრამზე 1 (ერთი) ლარის ოდენობით

7.8.  გამგზავნი მატერიალურად პასუხისმგებელია იმ ზარალზე, რომელიც მიადგება შპსსაქართველოს ფოსტასაკრძალული ნივთის გაგზავნის ან სახმელეთო ამანათის არასათანადოდ შეფუთვის გამო.

7.9. ქვეყნის დატოვებამდე  ამანათში  აკრძალული ნივთის ან მისი არასათანადო შეფუთვის აღმოჩენის შემთხვევაში, ამანათი არ იგზავნება, ხოლო გამგზავნი იხდის პირგასამტეხლოს - სახმელეთო ამანათის გაგზავნის ღირებულების 100%-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში, გამგზავნს გზავნილი უკან არ უბრუნდება. 

7.10. რეკლამაციის განხილვა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ ხორციელდება „მომხმარებლის სახელმძღვანელოს“ IX კარის 65-ე მუხლის ნორმებისა და „რეკლამაციის წარდგენისა და განხილვის“ წესის შესაბამისად.

 

 

8. დასკვნითი დებულებები

 

8.1.  თუ ამ დოკუმენტის რომელიმე დებულება ბათილია, მიუხედავად ბათილობის საფუძვლისა, ეს არ გამოიწვევს მთელი დოკუმენტის ბათილობას. ამ შემთხვევაში დოკუმენტის დარჩენილი დებულებები მოქმედებს ბათილი დებულების გარეშე.

8.2.  ყველა საკითხი, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დოკუმენტით,  რეგულირდება შპსსაქართველოს ფოსტის მიერ დამტკიცებული მომხმარებლის სახელმძღვანელოთი.

8.3.  ამ დოკუმენტში შეტანილი ყველა ცვლილება და დამატება (გარდა წინამდებარე დოკუმენტის 8.4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) ძალაში შედის მისი შპსსაქართველოს ფოსტისგენერალური დირექტორის ხელმოწერის დღიდან, თუ ცვლილებისა და დამატებების დოკუმენტი თავად არ შეიცავს მითითებას მისი ძალაში უფრო გვიანი თარიღით შესვლის შესახებ.

8.4. ცვლილება წინამდებარე დოკუმენტის №1 დანართსა და №2 დანართში ძალაში შედის მისი შპსსაქართველოს ფოსტის ვებ-გვერდზე განთავსების დღიდან და არ საჭიროებს შპსსაქართველოს ფოსტისგენერალური დირექტორის ხელმოწერას.

8.5.  ამ დოკუმენტის  პუნქტებს სათაურები წამძღვარებული აქვთ დოკუმენტის ტექსტით სარგებლობის გასაადვილებლად და ისინი მხედველობაში არ მიიღებიან როგორც ამ დოკუმენტის რაიმე დებულების განმსაზღვრელნი, შემცვლელნი ან განმმარტავნი.

 

დანართი #1
სახმელეთო ამანათის ჩაბარების ვადები


განმარტება: ჩაბარების ვადების ათვლა იწყება სახმელეთო ამანათის „საქართველოს ფოსტისთვის“  გადაცემის შემდეგ დამდგარი პირველი ორშაბათიდან.

 

 

საბერძნეთი

ქალაქი

ჩაბარების ვადა

                                       ათენი

5-კალენდარული დღე

                                   თესალონიკი

7-8 კალენდარული დღე

                                      კალამატა

7-8 კალენდარული დღე

 

  

ესპანეთი

ქალაქი

ჩაბარების ვადა

ბარსელონა

10 კალენდარული დღე

მადრიდი

14 კალენდარული დღე

ვალენსია, არნედო, აუტოლი, ალიკანტე, მანრესა, ბიკი

14 კალენდარული დღე

კორდობა

14 კალენდარული დღე

 

 

 

იტალია

ქალაქი

ჩაბარების ვადა

ბარირეჯიო კალაბრია, რეჯიო ემილია, ნეაპოლი, რომი, მილანი, პრატო

კალენდარული დღე

მონტოვა, ფლორენცია, სალერნო, უდინე

10 კალენდარული დღე

ბოლონია, მოდენა, ემპოლი, პიზა, ლივორნო, ვენეცია, ტრიესტე

 

14 კალენდარული დღე

 

 

საფრანგეთი

ქალაქი

ჩაბარების ვადა

პარიზი, ლიონი, სტრასბურგი, ამიენი, მონპელიე, კრიელი, რეიმსი, რენი, პუატიე, მარსელი, ნიცა, ბორდო

14 კალენდარული დღე

 

 

გერმანია

ქალაქი

ჩაბარების ვადა

შტუტგარტი, მანჰეიმი, დიუსელდორფი, კელნი, ბონი, მიუნჰენი, ფრანკფურტი, ნიურნბერგი, ფრაიბურგი, კარლსრუე

14 კალენდარული დღე

ჰანოვერი

15 კალენდარული დღე

ბერლინი, ჰამბურგი

16 კალენდარული დღე

 

 

შვეიცარია

ქალაქი

ჩაბარების ვადა

ლოზანა, ჟენევა, ბერნი

14 კალენდარული დღე


პოლონეთი

ქალაქი

ჩაბარების ვადა

ვარშავა, პოზნანი

14 კალენდარული დღე

 

ავსტრია

ქალაქი

ჩაბარების ვადა

ზალცბურგი, ინსბრუკი, ვენა, გრაცი, ლინცი

14 კალენდარული დღე

 

ჩეხეთი

ქალაქი

ჩაბარების ვადა

პრაღა

14 კალენდარული დღე

 

 

 

 

 

 

 

დანართი #2 

საქართველოს ფოსტისაგენტების და გზავნილების გაცემის პუნქტების მისამართები და სამუშაო საათები ქვეყნების მიხედვით

 

 

 

1. საბერძნეთი

 

N.

    ქალაქი

                  მისამართი

 

ტელეფონის ნომერი

       სამუშაო საათები

1.

ათენი

Omonia - Geraniou № 44,

(ძირითადი ოფისი)

Tel: 210 52 41 849 / 694 0000 377 / 699 35 01 515

ყოველ დღე: 09:00სთ-დან-19:00სთ-მდე

2

ათენი

Kipseli 11361, Sikinou №6

Tel:  210 86 47 705/ 6948325465

ყოველ დღე: 09:00სთ-დან-19:00სთ-მდე

3

ათენი

Pagkrati - Damareos №43

Tel:  215 52 55 145 

ყოველ დღე: 09:00სთ-დან-19:00სთ-მდე

4

ათენი

Athens 10431, Ipponaktos #38, Neos Kosmo

Tel: +30 210 931 3917/ +30 690 785 5500

ყოველ დღე: 09:00სთ-დან-19:00სთ-მდე

5

ათენი

Ampelokipi - Arkadias №13

Tel: 699 33 44 448 / 6941603030 / 211 41 50 946

ყოველ დღე: 09:00სთ-დან-19:00სთ-მდე

6

ათენი

11251, Pipinou  №70

Tel: 210 82 10 172 / 699 52 10 174

ყოველ დღე: 09:00სთ-დან-19:00სთ-მდე

7

ათენი

15124, Neratziotisis №11

Tel: 699 69 98 585 / 694 39 19 991 / 2155014368

ყოველ დღე: 09:00სთ-დან-19:00სთ-მდე

8

ათენი

10446, Aristomenous №93

+30 210 865 6683

ყოველ დღე: 09:00სთ-დან-19:00სთ-მდე

9

ათენი

10446 Platia, Agios Nikolaos 17

Tel: +60 211 417 1712/ +60 699 600 3424

ყოველ დღე: 09:00სთ-დან-19:00სთ-მდე

10

თესალონიკი

57200, Vardari Lagadas №7,

Tel: +30 231 052 6138/ +30 231 052 6134 

ყოველ დღე: 09:00სთ-დან-19:00სთ-მდე

11

კალამატა

Kalamata 24100, Souliou №30

Tel:  +30 272 109 7452 / +30 697 894 5965 / +30 694 921 2386

ყოველ დღე: 09:00სთ-დან-19:00სთ-მდე

 

 

 

 

2. ესპანეთი

 

N.

ქალაქი

მისამართი

საკონტაქტო ტელეფონის ნომერი

სამუშაო საათები

1.

ბარსელონა

C/Espronceda 369_08027bcn, Sagrera_Navas     

Tel: 34 632 484 787 

სამშაბათი - 10:00 სთ-დან -21:00 სთ-მდე

ოთხშაბათი - 10:00 სთ-დან -21:00 სთ-მდე

ხუთშაბათი - 10:00 სთ-დან -21:00 სთ-მდე

პარასკევი - 10:00 სთ-დან -21:00 სთ-მდე

შაბათი  - 10:00 სთ-დან -21:00 სთ-მდე

კვირა - 10:00 სთ-დან -21:00 სთ-მდე

ორშაბათი - დასვენების დღე

2

მადრიდი

Calle Francisco del Pino №26, 28021 Madrid

Tel: 34 631 161 214

Tel: 34 632 484 787

სამშაბათი - 10:00 სთ-დან -21:00 სთ-მდე

ოთხშაბათი - 10:00სთ-დან -21:00 სთ-მდე

ხუთშაბათი - 10:00 სთ-დან -21:00 სთ-მდე

პარასკევი - 10:00 სთ-დან -21:00 სთ-მდე

შაბათი - 10:00 სთ-დან -21:00 სთ-მდე

კვირა - 10:00 სთ-დან -21:00 სთ-მდე

ორშაბათი - დასვენების დღე

3

ვალენსია

Valencia-Xirivella, plaza del mercado n10 bajo 1. Zip code- 46950

Tel: +34 602 881 887 Tel: +34 632 48 47 87

ყოველ დღე - 10:00 სთ-დან -21:00 სთ-მდე

4

კორდობა

Calle El Avellano 1; Santa Rosa ; 14006; Cordoba;

Tel: +34632258778

Tel: +34632484787

სამშაბათი-16:00სთ- დან- 21:00სთ- მდე   ოთხშაბათი-16:00სთ- დან- 21:00სთ- მდე ხუთშაბათი -16:00სთ- დან- 21:00სთ- მდე პარასკევი- 16:00სთ- დან 21:00სთ- მდე შაბათი-10:00სთ- დან- 18:00სთ- მდე  კვირა-10:00სთ- დან -18:00სთ- მდე ორშაბათი - დასვენება

5

არნედო

Calle General Ruiz, 41, zip-code26580

Tel:+34 632 54 16 42

Tel:+34 632 48 47 87

შაბათი -10:00სთ-დან - 18:00სთ-მდე 

6

აუტოლი

Calle Travesía de Ezquerro, 49, zip-code 26560

Tel:+34 632 54 16 42

Tel:+34 632 48 47 87

შაბათი- 17:00სთ- დან-18:00სთ- მდე

7

ალიკანტე

Calle del Maestro Alonso, 184, zip code-03014

Tel:+34 632 54 16 42

Tel:+34 632 48 47 87

კვირა -10.30სთ-დან -11:40სთ- მდე

8

მანრესა

Av. dels Dolors, 5, 11, zip code-08243

Tel:+34 632 54 16 42                            Tel:+34 632 48 47 87

შაბათი-12:00სთ-დან -13:00სთ- მდე

9

ბიკი

Detrás de la estación de tren.Pàrquing públic.zip code -08500

Tel:+34 632 54 16 42

Tel:+34 632 48 47 87

შაბათი-10:00სთ- დან 11:00სთ- მდე

 

3.იტალია

 

    

                                                                         აგენტის ოფისები

        N.

            ქალაქი

           მისამართი

                        ტელეფონის ნომერი

                  სამუშაო საათები

 

 

         1.

 

 

               ბარი

         Piazza Aldo Moro 35

       Bari 70121 BA Italy

      Tel: 39 080 967 5002      

Tel: 39 380 154 8887

            ყოველ დღე08:30 - 20:00სთ-მდე

         Via Michele Garruba, 2270122 Bari BA, Italy.

Tel: 380 656 81 90

Tel: 324 609 18 62

Tel: 389 584 03 09

         ყოველ დღე  - 07:30-20:30სთ-მდე

         

         2

            რეჯო       კალაბრია

       Via Gaspare Del Fosso 29

     Reggio Calabria 89127 RC Italy

Tel: 39 327 361 5985

 

       ყოველ დღე - 09:00 - 20:00სთ-მდე

         

         3

      რეჯო ემილია

      Via Roma, 64/A

     Reggio Emilia 42121 RE Italy

Tel: 39 388 179 0686

ორშაბათი - დასვენება

      სამშაბათი - 11:00 - 17:00სთ-მდე

       ოთხშაბათი - 11:00- 17:00სთ-მდე

ხუთშაბათი დასვენება

     პარასკევი - 11:00 -17:00სთ-მდე

       შაბათი - 10:00 - 17:00სთ-მდე

       კვირა -09:00- 19:00სთ-მდე

       4

სალერნო

       Salerno 84125, Via Michelangelo Schipa 25

Tel: 39 320 864 0527

             ყოველდღე-08:00 - 20:00სთ-მდე;

                    

 

გზავნილების გაცემის პუნქტები

         N.

ქალაქი

 

       მისამართი

       საკონტაქტო ტელეფონის ნომერი

გზავნილების გაცემის დრო

        1

    ბოლონია

      Statione Autoline, Settember 6, Bologne 40121 BO Italy

Tel: 39 388 179 0686

კვირა - 14:00– 15:00სთ-მდე

         2

   მონტოვა

      Piazza Sordelo, Mantova 46100 MN Italy

Tel: 39 388 179 0686

      ხუთშაბათი - 11:00 - 15:00 სთ-მდე

         3

მოდენა

       Via Bono Da Nonantola 1

   Modena 41121MO

Tel: 39 388 179 0686

კვირა - 16:00 - 17:00სთ-მდე

         4

ნეაპოლი

    Napoli 80139, Piazza Sant` Anna A Capuana 14

Tel: 39 081 183 650 41 

Tel: 39 388 353 1574

Tel: 39 333 890 3809

        ყოველ დღე  - 08:00სთ-დან - 20:00 სთ-მდე;

         5

          ფლორენცია

      Firenze 50123, Santa Maria Novella. Via Santa Caterina Da Siena

Tel: 39 380 771 3120

Tel: 39 380 585 9596

       ხუთშაბათი - 13: 00სთ-დან - 16:00სთ-მდე 

        კვირა - 11:00სთ-დან - 15:00სთ-მდე

         6

 პრატო

      Prato 59100, Via Ferdinando Tacca 10 / Via Bettino 10

Tel: 39 380 343 1691

        ხუთშაბათი - 13:30სთ-დან -18:00სთ-მდე 

        შაბათი - 14:00სთ-დან - 16:00სთ-მდე

      კვირა - 09:00სთ-დან - 18:00სთ-მდე

         7

რომი

       Roma 00185, Via Cairoli 74

Tel: 39 328 616 4731

Tel: 39 329 024 4317

           Tel: 39 328 008 0975         

 Tel: 39 066 927 7487

       სამშაბათი -09:00სთ-დან - 19:00სთ-მდე;

        ოთხშაბათი - 09:00სთ-დან - 19:00სთ-მდე;

        ხუთშაბათი - 09:00სთ-დან - 19:00სთ-მდე;

       პარასკევი - 09:00სთ-დან - 19:00სთ-მდე;

       შაბათი - 09:00სთ-დან - 19:00სთ-მდე;

        კვირა- 09:00სთ-დან - 19:00სთ-მდე;

       ორშაბათი - დასვენებისდღე

         8

ემპოლი

      Empoli 50053, Piazza della Vittoria

    Tel: 39 388 821 6666

    Tel: 39 328 497 8066

        ხუთშაბათი- 15:00სთ-დან - 18:00სთ-მდე;

        კვირა- 15:00სთ-დან - 18:00სთ-მდე;

        9

პიზა

 

       Pisa 56125, Piazza Vittorio Emanuele II

Tel: 39 388 821 6666

Tel:39 328 497 8066

       ხუთშაბათი-  11:00სთ-დან - 14:00სთ-მდე;

 

        10

     ლივორნო

      Piazza Dante Livorno

Tel: 39 388 821 6666

Tel: 39 328 497 8066

      კვირა- 11:00სთ-დან - 14:00სთ-მდე;

      11

უდინე

      Udine 33100, Viale Giacomo Leopardi

Tel: 39 328 777 2812

Tel: 39 327 207 0090

       ყოველ დღე - 10:00 სთ-დან - 20:00 სთ-მდე

 

      12

ვენეცია

      Venezia 30174, Interspar Mestre Torino Corso Del Popolo 225/Int 1

Tel: 39 328 777 2812

Tel: 39 327 207 0090

       კვირა -15:00 სთ-დან - 21:00 სთ-მდე

         13

    ტრიესტე

       Trieste 34135, Stazione Trieste Centrale Piazza Della Liberta 8

Tel: 39 328 777 2812

Tel: 39 327 207 0090

          პარასკევი09:00 სთ-დან - 15:00 სთ-მდე

14

მილანი

Via Menabrea 14, Milano 20159

Tel: +39 388 467 7527 

სამ. - 14:00 - 19:00 / ოთხ. - კვ.: 10:00 - 19:00 / ორშაბათი - დასვენების დღე

               

 


4. საფრანგეთი

 

N.

    ქალაქი

                  მისამართი

 

ტელეფონის ნომერი

       სამუშაო საათები

1.

პარიზი

TBILISI EXPRESS, 29 RUE TRISTAN TZARA 75018, PARIS

 

+33647157629 

+33647157625

ოთხშაბათი-13:00 სთ-დან - 18:00 სთ-მდე

ხუთშაბათი-13:00 სთ-დან - 18:00 სთ-მდე

პარასკევი-13:00 სთ-დან - 18:00 სთ-მდე

შაბათი-13:00 სთ-დან - 18:00 სთ-მდე

კვირა - 13:00 სთ-დან - 18:00 სთ-მდე

 

გზავნილების გაცემის პუნქტები

1

ლიონი

Rue Garibaldi 286.

Zip code-69003

(FRANCE EXPRESS)

+33751153977

+393247433248 +393338342525

+393897641212

 

ხუთშაბათი -08:00სთ-დან – 13:00სთ-მდე

პარასკევი -08:00სთ-დან – 13:00სთ-მდე

შაბათი -08:00სთ-დან – 13:00სთ-მდე

2

სტრასბურგი

8A Rue du singirst zip code-67200

(FRANCE EXPRESS)

+33768727831  +393247433248 +393338342525   +393897641212

ოთხშაბათი -10:00სთ-დან -19:00სთ-მდე

ხუთშაბათი -10:00სთ-დან -19:00სთ-მდე

3

ამიენი

AMIENS (80000) / France Express

15 rue claude Debussy

(FRANCE EXPRESS)

+33606427476

+393247433248

+393338342525

+393897641212

ოთხშაბათი -10:00სთ-დან-14:00 სთ-მდე

ხუთშაბათი -14:00სთ-დან-17:00სთ-მდე

პარასკევი -10:00სთ-დან-15:00სთ-მდე

შაბათი -09:00სთ-დან-14:00სთ-მდე

4

მონპელიე

MONTPELIER (34000)/ France Express

8 rue des ékoles

+33774500475

+393247433248

+393338342525

+393897641212

ოთხშაბათი -09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

ხუთშაბათი 09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

პარასკევი 09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

შაბათი 09:00სთ-დან-14:00სთ-მდე

5

კრეილი

CREIL (60100) / France Express

6 rue des pierres

+33751115903

+393247433248

+393338342525

+393897641212

ოთხშაბათი -09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

ხუთშაბათი 09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

პარასკევი 09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

შაბათი 09:00სთ-დან-14:00სთ-მდე

6

რეიმსი

REIMS (51100) / France Express

6 ellee du Tyrol

+33602233520

+393247433248

+393338342525

+393897641212

ოთხშაბათი -09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

ხუთშაბათი 09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

პარასკევი 09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

შაბათი 09:00სთ-დან-14:00სთ-მდე

7

რენი

RENNES (35000)/ France Express

4 rue du bois perrin

+33780352290

+393247433248

+393338342525

+393897641212

ოთხშაბათი -09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

ხუთშაბათი 09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

პარასკევი 09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

შაბათი 09:00სთ-დან-14:00სთ-მდე

8

პუატიე

POITIERS (86000) / France Express

42 rue du clos gaultier

+33604429224

+393247433248

+393338342525

+393897641212

ოთხშაბათი -09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

ხუთშაბათი 09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

პარასკევი 09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

შაბათი 09:00სთ-დან-14:00სთ-მდე

9

მარსელი

MARSEILLE (13000) / France Express

17 rue amelie

+33758957230

+393247433248

+393338342525

+393897641212

ოთხშაბათი -09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

ხუთშაბათი 09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

პარასკევი 09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

შაბათი 09:00სთ-დან-14:00სთ-მდე

10

ნიცა

NICE (06000) / France Express

26 rue de paris

+33758140033

+393247433248

+393338342525

+393897641212

ოთხშაბათი -09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

ხუთშაბათი 09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

პარასკევი 09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

შაბათი 09:00სთ-დან-14:00სთ-მდე

11

პარიზი

Paris (93360) neuilly plaisance.

1 avenue victor hugo

(France Express)

 

+33758012380

+33758657322

+393247433248

+393338342525

+393897641212

ოთხშაბათი -09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

ხუთშაბათი 09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

პარასკევი 09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

შაბათი 09:00სთ-დან-14:00სთ-მდე

12

ბორდო

Bordeaux (33000) / France express

Rue Marcel Paul, Résidence Beausite  bâtiment D3.

+33658834865

+33604429224

+393247433248

+393338342525

+393897641212

ოთხშაბათი -09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

ხუთშაბათი 09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

პარასკევი 09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

შაბათი 09:00სთ-დან-14:00სთ-მდე

 


5.  გერმანია

 

 

N.

აგენტის ოფისი

მისამართი

ტელეფონის ნომერი

სამუშაო საათები

ქალაქები სადაც ბარდება გზავნილები

1.

შტუტგარტი

Veielbrunnenweg 47

 

+4915213691764 +4915216843620

ოთხშაბათი -12: 00სთ-დან -17: 00სთ-მდე                                      ხუთშაბათი -12: 00სთ-დან -17: 00სთ-მდე                                          პარასკევი -12: 00სთ-დან -17: 00სთ-მდე                                              შაბათი--12: 00სთ-დან -17: 00სთ-მდე 

 

შტუტგარტი; ბერლინი; ჰამბურგი; მანჰეიმი; დიუსელდორფი; კელნიბონი; მიუნჰენი; ფრანკფურტი.

2

ნიურნბერგი

Äußere Bayreuther Str.48  90491 Nürnberg

+491639600954; +4915259716576

ოთხშაბათი-12:00სთ-დან-16:00სთ-მდე,

პარასკევი -12:00სთ-დან-16:00სთ-მდე

ნიურნბერგი; ფრაიბურგი; კარლსრუე; ჰანოვერი; დიუსელდორფი; კელნიბონიმიუნჰენი;  ფრანკფურტი.

 

6.     შვეიცარია

 

N.

აგენტის ოფისი

მისამართი

ტელეფონის ნომერი

სამუშაო საათები

ქალაქები სადაც ბარდება გზავნილები

1.

ლოზანა

CHEMIN DES LYS 14

ZIP CODE  -1010

 

+41779916106

+995 555155511 (Viber.Whatsapp)

 

ორშაბათი- 8:00სთ-დან-12:00სთ-მდე

სამშაბათი - 8:00სთ-დან-18:00სთ-მდე

ოთხშაბათი - 8:00სთ-დან-18:00სთ-მდე

ხუთშაბათი - 8:00სთ-დან-18:00სთ-მდე

პარასკევი - 8:00სთ-დან-18:00სთ-მდე

შაბათი-8:00სთ-დან-12:00სთ-მდე

კვირ- 8:00სთ-დან-12:00სთ-მდე

 

ლოზანა

ჟენევა

ბერნი

 

 

7.     პოლონეთი

 

N.

    ქალაქი

აგენტის ოფისის  მისამართი

 

ტელეფონის ნომერი

       სამუშაო საათები

1.

ვარშავა

GLOGOWSKA 93

ZIP CODE 60-264

(BEKA TOUR POLAND)

+48517525588

 

სამშაბათი -09:00სთ-დან21:00სთ-მდე

ოთხშაბათი-09:00სთ-დან21:00სთ-მდე

ხუთშაბათი-09:00სთ-დან21:00სთ-მდე

პარასკევი-09:00სთ-დან21:00სთ-მდე

შაბათი-09:00სთ-დან21:00სთ-მდე

კვირა-09:00სთ-დან21:00სთ-მდე

 

2.

პოზნანი

Goworowska 12

ZIP CODE 03-363

      (BEKA TOUR POLAND)

+48514656747

+48572325757

სამშაბათი -09:00სთ-დან21:00სთ-მდე

ოთხშაბათი-09:00სთ-დან21:00სთ-მდე

ხუთშაბათი-09:00სთ-დან21:00სთ-მდე

პარასკევი-09:00სთ-დან21:00სთ-მდე

შაბათი-09:00სთ-დან21:00სთ-მდე

კვირა-09:00სთ-დან21:00სთ-მდე

 

 

       

 

8. ავსტრია

 

N.

აგენტის ოფისი

მისამართი

ტელეფონის ნომერი

სამუშაო საათები

ქალაქები სადაც ბარდება გზავნილები

1.

ზალცბურგი

SAALACHSTRASSE 19/11,5020 SALZBURG.AUSTRIA.

+436606541114  +436765450554

ოთხშაბათი-10:00სთ-დან-18:00სთ- მდე

შაბათი-10:00სთ-დან -18:00სთ- მდე

კვირა-10:00სთ-დან -18:00სთ- მდე

 

ზალცბურგი

ინსბრუკი

ვენა

გრაცი

ლინცი

 

9. ჩეხეთი

 

N.

    ქალაქი

                  გაცემის პუნქტი

 

ტელეფონის ნომერი

       სამუშაო საათები

1.

პრაღა/PRAGUE

 

Sokolovská 2288/117.

ZIP code- 18000 Prague 8 /Czech

+436606541114

+436765450554

      +420777400805

შაბათი - 12:00სთ-დან - 18:00სთ-მდე

კვირა - - 12:00სთ-დან - 18:00სთ-მდე